რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს მანდარინი, რომლის ღირებულება 30%-ით შემცირდა.
- მანდარინი – 30%
- ნიორი – 29%
- ინტერნეტის გადასახდელი – 25%
- ფორთოხალი – 23%
- ქლიავი – 20%
- ატამი – 19%
- კივი – 18.5%
- ლიმონი – 18.5%
- სარეცხი მანქანა – 17%
- ტელევიზორი – 16%










