ბიტკოინის ფასი თითქმის 3%-ით დაეცა და 80 000 დოლარს ჩამოსცდა. Bloomberg-ის ცნობით, კრიპტოვალუტამ კლება აშშ-ის შრომის ბაზრის მოსალოდნელზე უკეთესი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.
80 000-იან ნიშნულს ბიტკოინმა 3 სექტემბერს გადააჭარბა. იმ დროს კრიპტოვალუტას დოლარის შესუსტებამ და ობლიგაციების შემოსავლიანობის კლებამ შეუწყო ხელი. ფედერალური სარეზერვო სისტემის გუბერნატორის, კრისტოფერ უოლერის განცხადებამ დამატებითი გავლენა მოახდინა ბაზრებზე. მან მიანიშნა, რომ მზად იყო, საპროცენტო განაკვეთები შეენარჩუნებინა, თუ ინფლაცია შენელდებოდა.
Sygnum Bank-ის მთავარმა საინვესტიციო დირექტორმა, ფაბიან დორიმ აღნიშნა, რომ ბიტკოინის ბაზარზე სხვა ფაქტორებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს, მათ შორის აშშ-ის ხაზინის ანგარიშებზე არსებული თანხების ოდენობამ, ბანკების შესაძლებლობებმა, კერძო სესხებმა და სტაბილური კოინების (კრიპტოვალუტების, რომელთა ღირებულება რეალურ აქტივებთან არის დაკავშირებული) რაოდენობამ.









