LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ავსტრალია უკრაინას რუსეთთან ბრძოლისთვის 6 ერთეულ

1 მაისის შეჯამება უკრაინაში

დაპოსტა 2022/05/02-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება

1 მაისის შეჯამება უკრაინაში:

– რუსეთში, კურსკის რაიონში, უკრაინისაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზები და ორი ხიდი აფეთქებულია. რუსული ლოჯისტიკა კურსკი-ბელგოროდის გავლინ ხარკივის რაიონში აგზავნიდა ტვირთებს. ბოლო ერთ კვირაში როგორც ბელგოროდის რაიონში, ისე კურსკის რაიონში რკინიგზის კვანძები განადგურებულია. მათ აღდგენას დრო უნდა.

– ხარკივის რაიონში უკრაინელებმა მასშტაბული საარტილერიო იერიში წამოიწყეს მდინარე სევერსკი დონეცზე მდებარე ქალაქ სტარი სალტივთან მყოფი რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ. აღნიშნული შეტევა მოწინააღმდეგის განადგურებას და შემდგომ, უფრო მასშტაბური გაჭრისათვის მომზადების წინაპირობა შეიძლება გახდეს. რუსებმა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა დაკარგეს.

ზოგადად, მდინარე სევერსკი დონეცი ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ქალაქი სტარი სალტის დაკავების შემთხვევაში კი უკრაინელები ძალიან მიუახლოვდებიან რუსული მომარაგების ერთ-ერთ არტერიას და ჩაკეტავენ მას.

ამასთან, უკრაინელები ხარკივის შემოგარენის გაწმენდის საბოლოო ეტაპზე იმყოფებიან და სწორედ სტარი სალტივის გათავისუფლების შემთხვევაში რუსებს არცერთი საშუალო სიდიდის ქალაქი აღარ ეჭირებათ სევერსკი დონეცის დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო ქალაქ ხარკივთან მიახლოება შეუძლებელი გახდება.

თავად ქალაქ ხარკივსა და მის შემოგარენში გათავისუფლებულ სოფლებში უკრაინელებმა დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანეს. მოსახლეობა გარდა იმისა, რომ სიხარულით შეხვდა უკრაინელ გამათავისუფლებლებს, ისინი საშინელ ამბებსაც ჰყვებიან თუ რა ხდებოდა რუსული ოკუპაციის პერიოდში.

– გუშინ შეჯამებისას ვყვებოდი თუ ორი დღის წინ როგორ გაანადგურეს რუსების სამეთაურო პუნქტი იზუმთან. როგორც ჩანს იქ არამხოლოდ მიმართულების ხელმძღვანელი გენერალი სიმონოვი შეიძლება ყოფილიყო, არამედ უფრო გავლენიანი პირებიც კი. წყაროები იტყობინებიან ვალერი გერასიმოვის – რუსეთის გენშტაბის უფროსის – დაჭრაზეც კი.

რთულია ამის დადასტურება, მაგრამ იზიუმის მიმართულება ბოლო ორი დღეა (შეტევის შემდეგ) რომ აშკარად გაჩერებულია და ეს იმის ინდიკატორია, რომ მაღალი რანგის ოფიცრები ჯერაც ვერ გარკვეულან შექმნილ რეალობაში. რაც და ვინც არ უნდა ყოფილიყო იმ სამეთაურო პუნქტში, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით რუსებმა მაღალი რანგის ოფიცრობა დაკარგეს, შეტევა კი თითქმის სრულადაა გაჩერებული.

– დღეს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. საუბარია 100 მოქალაქეზე. ისინი ზაპორიჟიაში ჩავლენ. გაეროს მისიის ზედამხედველობით ამ პროცესს შეუძლია კარგი შედეგი მოჰყვეს, რადგან უკრაინელ მცველთათვის ყველაზე დიდი სირთულე სწორედ საკუთარი მოქალაქეების ბუნკერქვეშა დაცვა გახლდათ.

– რუსებმა დღეს ხერსონის ჩრდილოეთით, კრივიი რიჰის (კრივოი როგი) მიმართულებით გაჭრა სცადეს, თუმცა შეტევა კვლავ მოგერიებულ იქნა. უცნაურია, რომ რუსები არ კარგავენ იმის იმედს, რომ შეძლებენ ოდესის, მიკოლაივისა და კრივიი რიჰის აღებას. ამ მიმართულებით შესაძლოა უკრაინელთა შემტევი ნაწილები ელიტარული არ იყოს, მაგრამ მცველები საუკეთესონი არიან.

ზოგადად კრივიი რიჰი ზელენსკის მშობლიური ქალაქია და კრემლში მისკენ რაიმე ოპერაციის წამოწყებას უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე სამხედრო-სტრატეგიულს, თუმცა დნიპროს რაიონში მსგავსი ოპერაციის წარმატების შანსი თითქმის არარსებულია.

– დონეცკის მიმართულებით უკრაინულმა არტილერიამ რუსების ჯავშანტექნიკის დიდი თავმოყრა გაანადგურა. სამიზნეს დრონები უსწორებდნენ. საუბარია მინიმუმ ექვსი ტანკის განადგურებაზე. ამ ომმა, რიგ შემთხვევაში ტანკების მნიშვნელობა შეამცირა (სრულად არ გამქრალა). მაგრამ რუსების ზარალი დონეცკის რაიონში მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ფრონტისპირა გარღვევის შანსები ყოველდღიურად უმცირდებათ.

ზოგადად, რუსების მეორე ფაზა დიდწილად ჩავარდა.

– აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში მატარებლით ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. აშშ-ს ყველა ინსტიტუცია მხარს უჭერს უკრაინას. პრაქტიკულად საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური აზრი კონსოლიდირებულია უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის დასამარცხებლად. ეს კი ომის ბედს ნათელს ხდის.-გიორგი კობერიძე

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მაღაროელი დაიღუპა-“მაღაროელი”
მთავარი

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას...

დაწვრილებითDetails

“Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა. კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს....

დაწვრილებითDetails

რიგ მიმართულებებზე მგზავრობა გაძვირდა – ნახეთ, რამდენით გაიზარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

საქალაქთაშორისო მგზავრობა დამატებით რამდენიმე მიმართულებაზე გაძვირდა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა თბილისი-ლაგოდეხისა და თბილისი-წნორის მიმართულებებზე გადაადგილების ღირებულება. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები წერენ, რომ თბილისი-ლაგოდეხის რეისზე მიკროავტობუსით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას
მთავარი

ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს - კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობაში ფიზიკური პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის, ასევე შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აისახება. დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის...

დაწვრილებითDetails

ამინდი გაუარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

ამინდი მკვეთრად იცვლება - ზოგიერთ რაიონში წვიმს! დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში წვიმიანი და  გრილი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში ღრუბლიანობა შენარჩუნდება, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დაწვრილებითDetails

სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი
მთავარი

თურქეთის ქალაქ სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მალტეპეს რაიონში მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოთხი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი...

დაწვრილებითDetails

“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს
მთავარი

პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ - იყავი ხელისუფლებაში და რა, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"