LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს

“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს

დაპოსტა 2026/10/09-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე – მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ – იყავი ხელისუფლებაში და რა, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! – ეს არის განცხადება, რომლითაც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, შალვა კერესელიძეს მიმართა.

მათ შორის კამათი 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მოხდა. კერესელიძემ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და უკმაყოფილება იმის გამო გამოთქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტით მთის ფონდის დაფინანსება არ იზრდება. კერესელიძემ თქვა ისიც, რომ არსებული პოლიტიკის შედეგად მთა და სოფელი მოსახლეობისაგან იცლება, ხოლო სკოლები იმის გამო იხურება, რომ ბავშვები აღარ არიან.

“იქნებ მითხრათ, რატომ არ ზრდით მთის ფონდს და რატომ არის ასეთი დამოკიდებულება?! თუ არც ჩემი არგუმენტების გჯერათ, არც ლოგიკაში და არც მიდგომაში მეთანხმებით, მაშინ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას მაინც გაეცანით – იქნებ გაგილღვეთ და გაგითბეთ ეს გაყინული გული მთისა და სოფლის მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კერესელიძის ამ განცხადებას ირაკლი ქადაგიშვილმა “პოპულისტური” უწოდა.

“ილაპარაკე ბიუჯეტზე და კონკრეტულ ციფრებზე და პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი – მთა მთელს მსოფლიოში იცლება! წაიკითხე მიზნობრივი პროგრამები – რეებს ლაპარაკობ ამხელა კაცი! თუ თქვენ წაიკითხავთ ბიუჯეტს, 200 ლარია გამოყოფილი მხოლოდ ბავშვებზე – არ წაგიკითხავთ და ბევრს ლაპარაკობთ! რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის შიშველი პოპულიზმი და მეტი არაფერი, რომლის უკან არის არა კონკრეტული საქმე, არამედ ის, რომ გამაღიზიანებელი სიტყვებით გამოხვიდე და ხალხში შიშველი პოპულიზმი დაბადო. კარგად დაფიქრდი, რას ხმარდება ეს გაზრდილი ბიუჯეტი. ეს ხმარდება ყველაფერს კომპლექსურად – მათ შორის ხმარდება ხელფასის ზრდას, დეკრეტული შვებულებების ზრდას, გაჭირვებული და სოციალურად მოწყვლადი ოჯახების დახმარების ზრდას, მშობიარობის დაფინანსებას, ხმარდება ბავშვებსა და სკოლებს, ხმარდება საბავშვო ბაღებს, სადაც უმაღლესი ხარისხის უფასო ოთხჯერადი კვებაა, ჯანდაცვას ხმარდება. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენი პოპულისტური გამოსვლით საქართველოში დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდება ან თუნდაც ევროპის იმ ქვეყნებში, რომელიც ყველაზე განვითარებულია? და ყველას დემოგრაფიული პრობლემა აქვს – ამ პოპულიზმს მოეშვი!“, – მიმართა ქადაგიშვილმა შალვა კერესელიძეს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

“როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 9 აპრილის შემდეგ”-შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებენ, ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება - როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა ზოგიერთი რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 1989...

დაწვრილებითDetails

2025 წლის მონაცემებით საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 9.9%-ით გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა – საქსტატი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9%-ით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ...

დაწვრილებითDetails

ილია სულამანიძე ნახევარფინალშია

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს
მთავარი

ილია სულამანიძე ნახევარფინალშია!მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში რუს მეტოქეს ჯერ იუკო აუღო და შემდეგ იპონით დაამარცხა!

დაწვრილებითDetails

“ზედა ეშელონებში კორუფცია დაახლოებით 2-წლიანი პერიოდის განმავლობაში იყო” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეულმა კორუფციულმა პრობლემებმა სისტემურად იჩინა თავი - ასეთი ტიპის პრობლემები არც მანამდე იყო, ხოლო დღეს ყველა სახელმწიფო უწყება ყველა დონეზე პრინციპულად თავისუფალია კორუფციისგან, - ეს...

დაწვრილებითDetails

რამდენად რეალურია „შავი ჭირის“ პანდემია – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რამდენად რეალურია „შავი ჭირის“ პანდემია –  ალექსანდრე გოგინავას განმარტება
მთავარი

რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რამდენად რეალურია ინფექციის ფართომასშტაბიანი პანდემიის საფრთხე. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბაქტერიული ინფექციის კორონავირუსივით სწრაფი და მასობრივი...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკლავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის სექტემბრის თვის შედეგებს აქვეყნებს. მათივე ცნობით, საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ცხრა თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს დაქორწინება აიძულა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს დაქორწინება აიძულა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 64 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"