LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

“Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/10/09-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა.

კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია თაღლითობის გზაზე ჯერ კიდევ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო დამდგარი.

„ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო.

Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.

ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”, – წერს პაპუაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ „Amnesty International“ თაღლითური ორგანიზაციაა.

კერძოდ, ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ჟურნალისტმა მარკო რუბიოს აშშ-ის მიერ პორტუგალიის ლაჟესის (Lajes) ავიაბაზის გამოყენებასა და საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევაზე დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ციტირება გააკეთა Amnesty International-ის განცხადებიდან, რომლის მიხედვითაც „პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ომის დანაშაულებს“. Amnesty International-ის ხსენებაზე რუბიომ ორგანიზაციას „თაღლითური“ უწოდა და განაცხადა, რომ ის უნდა ფოკუსირდეს „ირანული რეჟიმის“ „სამხედრო დანაშაულებზე“ კაცობრიობის წინაშე.

„თუ მკითხავთ, რაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას „Amnesty International“, გეტყვით: ირანულ რეჟიმზე, რომელმაც ცივსისხლიანად მოკლა ათობით ათასი ადამიანი თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში. ორგანიზაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ იჭრება ირანული რეჟიმი საავადმყოფოებში, სადაც დაჭრილი დემონსტრანტები იმყოფებიან და როგორ კლავს მათ პირდაპირ საავადმყოფოს საწოლში; თანაც, ზოგჯერ კლავენ იმ ექიმებსა და ექთნებსაც, რომლებიც მათ მკურნალობდნენ. სწორედ ამ საკითხებზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს არის სამხედრო დანაშაულები. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან”, – დასძინა რუბიომ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რიგ მიმართულებებზე მგზავრობა გაძვირდა – ნახეთ, რამდენით გაიზარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

საქალაქთაშორისო მგზავრობა დამატებით რამდენიმე მიმართულებაზე გაძვირდა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა თბილისი-ლაგოდეხისა და თბილისი-წნორის მიმართულებებზე გადაადგილების ღირებულება. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები წერენ, რომ თბილისი-ლაგოდეხის რეისზე მიკროავტობუსით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას
მთავარი

ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს - კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობაში ფიზიკური პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის, ასევე შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აისახება. დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის...

დაწვრილებითDetails

ამინდი გაუარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

ამინდი მკვეთრად იცვლება - ზოგიერთ რაიონში წვიმს! დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში წვიმიანი და  გრილი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში ღრუბლიანობა შენარჩუნდება, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დაწვრილებითDetails

სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი
მთავარი

თურქეთის ქალაქ სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მალტეპეს რაიონში მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოთხი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი...

დაწვრილებითDetails

“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს
მთავარი

პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ - იყავი ხელისუფლებაში და რა, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

“როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 9 აპრილის შემდეგ”-შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებენ, ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება - როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა ზოგიერთი რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 1989...

დაწვრილებითDetails

2025 წლის მონაცემებით საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 9.9%-ით გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა – საქსტატი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9%-ით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"