სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობაში ფიზიკური პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის, ასევე შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აისახება.
დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, როგორც ელექტრონულად, ასევე სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეუძლიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა.










