„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ნაძალადევი, რევაზ ურიდიას ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 13:00 საათიდან 14 ივლისის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიმიტრი ჟღენტის (N1-დან N40-მდე) კენტიც ლუწიც, რაჭის, ენისელის, მამუკა კობალაძის, გულრიფშის N23დან N54-მდე)კენტიც ლუწიც, ნიკოლოზ დობროლუდოვის, სუმბათაშვილი იუჟინი (N39-დან N61-მდე) კენტიც ლუწიც, საჭილაოს (N47-დან N59-მდე) კენტიც ლუწიც,ლევან ქართველიშვილის,ვასილ თამარაშვილის,ეკლესიის, კაჭრეთის,ეფრემ ზაქარია ქ,ლევან თიგიშვილის, ლევან ცქიტიშვილის (N33-დან N48-მდე).
ასევე, მთაწმინდაზე, დაბა შინდისში, გელაზის ქ. N2-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 12:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გელაზის ქუჩა, კოსტავა, ართიმოზ ივერიელი, გამსახურდია ქ.










