ბათუმიდან დაბრუნებული ჟურნალისტი და ,,ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი თბილისში იმ მისამართზე მივიდა, სადაც წყაროს ინფორმაციით, ქოლცენტრია განთავსებული.
აბაშიძის 70 ნომერში მე-20 სართულზე მისულ ელისო კილაძეს კარი არ გაუღეს, ხოლო, გამოძახების შემდეგ, პოლიციამ განაცხადა რომ იქ, არავინ იყო.
,,ბინის მეპატრონე უცხოეთშიაო,
ქოლცენტრი იყო ნამდვილადო, კორპუსის მაცხოვრებლები გამოვკითხეთო და ერთი თვეა არავინ გამოჩენილანო,-პოლიცია მეუბნება !
კარებს ვერ შევანგრევთო.
არადა, ზემო სართულზე სტუდიაა, გვერდით არავინ ცხოვრობს, ქვემოთ ორივე ბინა დაკეტილია.
ვინ გამოკითხეს?!
გაიასნებულად მუშაობს ეს ქოლცენტრი-ყველამ იცის , მათ შორის, პოლიციამ, ფაქტია ‼️
#არსადწასვლასარვაპირებ‼️”-წერს ელისო კილაძე.
მოგვიანებით დაწერა, რომ მას ვინმე მიშა გორგაძე, მეტსახელად ,,კურკა” სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.