სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა ხაზალია 64 ასაკში მოულოდნელად, დილით გარდაიცვალა.
ქალბატონი მანანა დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლის დირექტორად 15 წელი მუშაობდა .
“გაანათლოს ღმერთმა თქვენი სულიძალიან კარგი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი მეგიბარი დირექტორი და ყველაფერი ერთად იყავით ძალიან მწყდება გული როცა ვამბობ იყავით და არა ხართ ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული ქალბატონო მანანა“
“სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის ორშაბათი დღე სამწუხარო ინფორმაციით დაიწყო . სამტრედიის საგანმანათლებლო სფეროს გამოაკლდა გამორჩეული ხელმძღვანელი, პედაგოგი, დედა, მეგობარი – სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი Manana Khazalia .
ვუსამძიმრებთ ქალბატონი მანანას ოჯახს ამ ტკივილსა და მწუხარებას.
მისმა სულმა განისვენოს , სადაც მართალნი განისვენებენ. “