LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი

“დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება” – მიტროპოლიტი იობი

დაპოსტა 2026/11/11-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.

ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.

ამასთან, მიტროპოლიტმა ისაუბრა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე და “ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობაზე”.

“დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს, ყველზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრევლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვებაა, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ – აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე იობმა ისაუბრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან დაკავშირებით და თქვა, რომ დიდი იერარქი დღეს სიმართლეს ვერ იტყვის, რადგან ეკლესია სწორედ სახელმწიფოსგან ფინანსდება. მეუფე იობმა ქადაგებაში ხაზი გაუსვა დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას და მრევლს მიმართა, რომ მათ უნდა იცოდნენ თითოეული თეთრის შესახებ.

“ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან ძირითადად, ფინანსდება ეკლესია სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითოეულმა თქვენგანმა, მრევლმა უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითოეული თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ ყველაფერი გამჭვირვალე არისო, ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვიცით ბევრი რამ შიგნით რა ხდება, აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც-რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, – განაცხადა მეუფე იობმა.

მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც, მისი აზრით, დღეს საქართველოს წინაშე დგას. ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, დღეს მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება.

„ვიცით წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია. გადაირჩია ერმა. ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი, რომ – ნარკოტიკების გავრცელება, ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და მისი ხელშეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ, რომ ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება გამდიდრება, გამდიდრებას სასჯელიც მოჰყვება შესაბამისად ღვთისგან.

და ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არ მივცეთ… რაღაცებზე ჩვენ უნდა ვამხილოთ. იოანე ოქროპირის ცხოვრება გვაქვს, ის იმპერატორს ამხელდა. დედოფალს ამხელდა. მაგრამ ვინ წავიდა მის წინააღმდეგ? – ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი იერარქები. იმპერატორმა ისინი გამოიყენა იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მაგალითებით უნდა ვისწავლოთ, წმინდათა ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან სწორედ ამ მთავრობასთან ახლო მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით. არ შეიძლება ახლო ყოფნა. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა, რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება. არ შეიძლება. მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლებალება მიწების გაყიდვა. არც მეფეს, არც ხელისუფლებას, არც პატრიარქს არ აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება.

კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე… ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში.

შევეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს, რა ხდება საქართველოში, სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას. განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებშია მატება, სადაც არაქართველები ცხოვრობენ. არამართლმადიდებლები ცხოვრობენ. თუ სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით, რომ ნახევარი ნახევარზე არის. ნახევარი ქართველები არიან, ნახევარი უცხოტომელები. იმასაც თუ მივათვლით, გვარგადაკეთებულ ხალხს, შეიძლება უმცირესობაშიც ვიყოთ ქართველები. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რამდენიმე წელში უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. სწორედ ამ დამოკიდებულებამ ამ არმოსმენამ პატრიარქისადმი… მე მახსენდება, სანამ სუს-ის კრებსები გამოიცემოდა და გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრ­იარქის კრიტიკა შეიძლება, პატრ­იარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც შეცდომები ჰქონდეს. ამას მოჰყვა სწორედ სუს-ის კრებსები. ამან რა გამოიწვია? ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული. მერე შეგვპირდნენ, რომ გამოავლენდნენ თანამდებობის პირებს, ვინც გამოიტანა “კრებსები” საზოგადოების წინაშე, მაგრამ ვინ გამოიძია, ვინმემ ვიცით ვინ გამოაქვეყნა ეს ყველაფერი?- არ ვიცით. ასე რომ, ეს შეიქმნა, შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება? თქვენ არ დაუჭირეთ მხარი? მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ. მაგრამ უშეცდომო არავინ არის, არც ხელისუფალი არც პიროვნება. ჩვენ თუ არ მივუთითებთ მთავრობას რა შეცდომები აქვს დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ. ჩვენში მკვიდრობს სულიწმიდის მადლი, სასულიერო პირებში და სრული ხედვა მოვლენების გაშიფრა და გაანალიზება შეუძლია მხოლოდ სასულიერო პირს. ასე რომ, ჩვენ კი არ ვმტრობთ, რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც გაკეთდა, საქართველოში, მაგრამ ეს შედეგები სავალალოა.

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა – ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ რომ არ იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები.

გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა, რატომ შენდება ამდენი კორპუსები, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში? – ე.ი. უცხოტომელები? არის ისეთი პროგრამა, ერის მოკვდინების პროგრამა არის სხვადასხვა ტომის შერევით სხვადასხვა კულტურის ადამიანების ჩანაცვლებით. ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და დასაქმდეს ახალგაზრდები, სტიმული მიეცეს ოჯახებს, დაწესდეს მესამე შვილზე 1000 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეს? ხომ შეიძლება გაკეთდეს, პატარა ქვეყანა ვართ. ვტრაბახობთ, რომ 100 მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება? ხომ ხედავთ რეები ხდება.

კორუფცია ყვავის და აღებ მიცემობაა და იჭერენ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ – პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი. სხვა მეზობელი ქვეყნები დაგვცინიან, იცინიან ჩვენზე. ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმი არის. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდება საერთოდ.

ახლა შემოგვაპარეს ისიც, რომ დაიგეგმა ეკლესიებში შესაწირი ტერმინალით უნდა გადაიხადოსო. ესეც ეკლესიის კონტროლი იქნება. რამდენი შესაწირი, რამდენი ვისგან არის შესაწირი ეკლესიაში თანხა, სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე
მთავარი

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს. ამ ოპერაციის შემდეგ თემურ ხადური უკვე ცოცხალი აღარავის არ უნახავს - დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე...

დაწვრილებითDetails

2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით, 3 930.4 ათასამდე გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის დონეზე 2015-2021...

დაწვრილებითDetails

“აბსურდის თეატრს ვუყურებთ “- გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის...

დაწვრილებითDetails

“დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება იყო საჭირო “- სალომე სამადაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს-სამადაშვილი
მთავარი

„ქართული ოცნების“ მიერ მტრად გამოცხადებულ ევროკავშირში მსჯელობენ, რა შეცდომები დაუშვა ევროპამ 2008 წელს, პარალელურად კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალი იყო,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს. 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში კი, შესყიდვებისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს. პარლამენტის მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების კორექტირების საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპენსიო ფონდი 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ფონდის ცნობით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია. ამ პერიოდისთვის, დაგროვებითი...

დაწვრილებითDetails

მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს: „მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში – SERVICE AGENCY რეგისტრირებულ პირებს, შეუძლიათ ისარგებლონ  მართვის მოწმობის დისტანციურად შეცვლისა და აღდგენის სერვისით. დისტანციური წესით მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოხდება:...

დაწვრილებითDetails

სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

უძლიერესი ლოცვა დახმარების სათხოვნელად – არის სიტუაციები, როცა ხელს ვიქნევთ და სასოწარკვეთილს მხოლოდ ტირილი გვინდა. ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა და წინსვლა საჭირო არაა. ლოცვა სწორედ ამ მომენტებისთვის არსებობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი, -10 გრადუსი, გუდაურში იქნება. ამინდის პროგნოზი ქალაქების...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 2 ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"