LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე

“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე

დაპოსტა 2026/11/11-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს. ამ ოპერაციის შემდეგ თემურ ხადური უკვე ცოცხალი აღარავის არ უნახავს – დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი,- ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, პოლიციელები სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით არიან დაკავებულები, რაც ცრუ ჩვენებასა და მართლმსაჯულებისთვის პირადი მოტივით ხელშეშლას გულისხმობს.

„დაკავებულებს ჯერ ბრალი არ აქვთ წაყენებული.

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს, ამ ოპერაციის შემდეგ კი თემურ ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს.

დაკავებულებს რაც შეეხება, ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი.

დიდი მადლობა მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შემადგენლობას, გამომძიებელ გიორგი ხაჩიძეს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულთან და მის უფლებადამცველთან – ჩემთან, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან რთული იყო. რთულად გასახსნელი, რთულად დასადგენი, იმიტომ რომ საკმაოდ დრო იყო გასული, როდესაც ეს საქმე დაექვემდებარა საგამოძიებო უწყებებს.

როდესაც ხადურის ცხედარი ნახეს, ამის შემდეგ იყო ამ პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ თემურ ხადურთან. ამის შემდეგ, როდესაც საქმე გადავიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, სადაც დადასტურდა დევნის ოპერაცია და დადასტურდა, რომ ცრუ ჩვენება მისცეს პოლიციელებმა.

მტკიცებულებებს რაც შეეხება, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა გამოძიება. ველოდებოდით სამხარაულის ექსპერტიზების პასუხს, რომელიც დროს ითხოვდა, რადგან ძალიან ბევრი აუდიო-ვიდეო ფირი იყო ამოღებული და დაახლოებით 10 დღით ადრე მოხდა ექსპერტიზების მიღება“,- განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით, 3 930.4 ათასამდე გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის დონეზე 2015-2021...

დაწვრილებითDetails

“აბსურდის თეატრს ვუყურებთ “- გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის...

დაწვრილებითDetails

“დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება იყო საჭირო “- სალომე სამადაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს-სამადაშვილი
მთავარი

„ქართული ოცნების“ მიერ მტრად გამოცხადებულ ევროკავშირში მსჯელობენ, რა შეცდომები დაუშვა ევროპამ 2008 წელს, პარალელურად კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალი იყო,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს. 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში კი, შესყიდვებისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს. პარლამენტის მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების კორექტირების საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპენსიო ფონდი 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ფონდის ცნობით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია. ამ პერიოდისთვის, დაგროვებითი...

დაწვრილებითDetails

მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს: „მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში – SERVICE AGENCY რეგისტრირებულ პირებს, შეუძლიათ ისარგებლონ  მართვის მოწმობის დისტანციურად შეცვლისა და აღდგენის სერვისით. დისტანციური წესით მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოხდება:...

დაწვრილებითDetails

სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

უძლიერესი ლოცვა დახმარების სათხოვნელად – არის სიტუაციები, როცა ხელს ვიქნევთ და სასოწარკვეთილს მხოლოდ ტირილი გვინდა. ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა და წინსვლა საჭირო არაა. ლოცვა სწორედ ამ მომენტებისთვის არსებობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი, -10 გრადუსი, გუდაურში იქნება. ამინდის პროგნოზი ქალაქების...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 2 ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"