LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” პარიზში და სხვადასხვა ქალაქში მომხდარი ძალადობა ევროკომისიამ დაგმო, მაშინ, როდესაც საქართველოში ანალოგიურ პროცესებზე ერთი განცხადებაც ვერ ვნახეთ” – გიორგი გაბუნია

“გულდასაწყვეტია, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი…პოლიტიკური განცხადებებისთვის…” – გიორგი გაბუნია მეუფე იობის ქადაგებაზე

დაპოსტა 2026/11/11-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც მიტროპოლიტი იობოს გაცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად და ეროვნული ინტერესების დასაცავად აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია, მათ შორის განსხვავებული შეხედულებების მქონე სასულიერო პირებთანაც“.

„გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის. ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი ეკლესია არის განსაკუთრებული სიყვარულის საგანი.

ეკლესიის მისია არის საზოგადოების სულიერებაზე ზრუნვა და სახელმწიფოს მისია არის უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკის განვითარება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამოცანების შესრულება. ამიტომ სრულიად გაუგებარია მეუფეს ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები. ჩვენ მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ამისთვის არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ კითხვას, რომელიც არსებობს კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან, გაეცეს ამომწურავი პასუხი.

მე პირადად ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, ჩემი ეკლესია, მე ვარ ეკლესიის შვილი და ჩემი პატრიარქის უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის გათვალისწინებით, მე პირადად თავს შეიკავებ მას უშუალოდ ვუპასუხო იმ პოლიტიკურ ბრალდებებზე, რომელიც მან წამოაყენა ამბიონიდან.

მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში შესვლა, რაც არის დაუშვებელი და რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირება მოხდეს. ეს შედის პირდაპირ იმ გარე ძალების, მათ შორის შიდა ძალების, მავნე ძალების ინტერესებში, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს მეტი ურთიერთობა და მეტი კომუნიკაცია, მათ შორის იმ სასულიერო პირებთანაც, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.

ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.

მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე და „ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობაზე”.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება” – მიტროპოლიტი იობი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა...

დაწვრილებითDetails

“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე
მთავარი

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს. ამ ოპერაციის შემდეგ თემურ ხადური უკვე ცოცხალი აღარავის არ უნახავს - დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე...

დაწვრილებითDetails

2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით, 3 930.4 ათასამდე გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის დონეზე 2015-2021...

დაწვრილებითDetails

“აბსურდის თეატრს ვუყურებთ “- გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის...

დაწვრილებითDetails

“დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება იყო საჭირო “- სალომე სამადაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს-სამადაშვილი
მთავარი

„ქართული ოცნების“ მიერ მტრად გამოცხადებულ ევროკავშირში მსჯელობენ, რა შეცდომები დაუშვა ევროპამ 2008 წელს, პარალელურად კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალი იყო,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს. 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში კი, შესყიდვებისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს. პარლამენტის მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების კორექტირების საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპენსიო ფონდი 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ფონდის ცნობით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია. ამ პერიოდისთვის, დაგროვებითი...

დაწვრილებითDetails

მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს: „მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში – SERVICE AGENCY რეგისტრირებულ პირებს, შეუძლიათ ისარგებლონ  მართვის მოწმობის დისტანციურად შეცვლისა და აღდგენის სერვისით. დისტანციური წესით მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოხდება:...

დაწვრილებითDetails

სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

უძლიერესი ლოცვა დახმარების სათხოვნელად – არის სიტუაციები, როცა ხელს ვიქნევთ და სასოწარკვეთილს მხოლოდ ტირილი გვინდა. ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა და წინსვლა საჭირო არაა. ლოცვა სწორედ ამ მომენტებისთვის არსებობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი, -10 გრადუსი, გუდაურში იქნება. ამინდის პროგნოზი ქალაქების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"