ქუთაისში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის ჰუმანურად გადაჭრის გზების ძიებისთვის შეხვედრა გაიმართა. 31 აგვისტოს, სამოქალაქო აქტვისტები, ცხოვეთა უფლებების დამცველები და ჟურნალისტები პროეტქის “მიუსაფარი ძაღლების მართვის სტრატეგია უსაფრთხო გარემოსათვის” ფარგლებში შეიკრიბნენ. ღონისძიების სტუმრებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა შემცირდეს ქალაქსა და რეგიონში მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო პოპულაცია, როგორ შეიძლება ოთხფეხა მეგობრებს შეექმნათ უსაფრთხო გარემო და რა უნდა გააკეთოს ადგილობრივმა თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმისათვის რომ ცხოველებმაც და ადამიანებმაც თავი დაცულად იგრძნონ.
სამხრეთ აფრიკამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ საქართველოში
სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა. სამხრეთ აფრიკის სატყეო...










