ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს მოქალაქე რომან დარსალია, რომელმაც უკრაინელ ბლოგერთან საუბარში გამოთქვა მოსაზრება, რომ 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის დროს აფხაზურმა მხარემ ქართველების „გენოციდი მოაწყო“. ინფორმაცია მედიამ 4 სექტმბერს გაავრცელა.
უწყების ცნობით, დარსალია ამჟამად დაკავებულია და მის მიმართ „აუცილებელი შემოწმების ღონისძიებები“ მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ცნობით, „დარსალიამ აფხაზ ხალხს საკუთარი განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა“.
დარსალიას ბოდიშის ვიდეო მედიამ გაავრცელა. ვიდეოში დარსალია ამბობს, რომ მისი განცხადება ვიდეოში მონტაჟის შედეგად დამახინჯდა და ასევე ბოდიშს იხდის რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ გაკეთებული უარყოფითი შეფასებებისთვის.
განცხადება, რომლის გამოც დარსალია დააკავეს, 2025 წლის 28 სექტემბერს უკრაინელი ბლოგერის, ანდრი პოპიკის YouTube-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში იყო გაკეთებული.









