რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი საკუთარ Telegram-ის არხში წერს, რომ უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული. მისი აზრით, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს.
“გუშინ FSB-მ აღკვეთა ჟურნალისტების ვლადიმერ სოლოვიოვის, მარგარიტა სიმონიანის, დიმიტრი კისელიოვის, ევგენი პოპოვის, ოლგა სკაბეევას, ტიგრან კეოსაიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა.
საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერორისტულ თავდასხმებზე სხვა ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
სწორედ ამას მივყავართ ნეონაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერამდე.
უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა. ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს.
დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
ინციდენტი ადასტურებს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების სისწორესა და დროულობას”,- წერს რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ცნობისთვის, ეს განცხადება ვოლოდინმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთმა თქვა, რომ დააკავეს “ტერორისტული ჯგუფი”, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა. რუსეთის მტკიცებით, “ნეონაცისტური ჯგუფი” უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით მოქმედებდა. რუსეთის ბრალდებას უაპსუხა უკრაინის დაზვერვამ თქვა, რომ “სოლოვიოვის მოკვლა არ იგეგმება… შესაძლოა ის თავად დაიხრჩოს”
აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს უკრაინის რადამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.