საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის ბლოკ-პოსტთან ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრეზიდენტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პრეზიდენტთან ერთად ბლოკ-პოსტთან ასევე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებს. ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.