LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც, არაადამიანურ მოპყრობაში არის ბრალდებული პატიმრობაში რჩება

სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც, არაადამიანურ მოპყრობაში არის ბრალდებული პატიმრობაში რჩება

დაპოსტა 2021/05/15-ში
A A
50
ნახვა
გაზიარება

სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა.

კერძოდ, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 27 მარტს, დ.ჭ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ოთხ მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც ისინი დაწესებულების ეზოში კვლავ სცემეს.

„ პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მხრიდან მოჰყვა აქტიური პროტესტი, კერძოდ, ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და შემდგომში მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ გამოიწვია სასჯელაღსრულების დაწესებულების ფუნქციონირების მოშლა. პატიმართა პროტესტის ტალღა მეზობლად მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 და N5 საპყრობილეებზეც გავრცელდა, რასაც საბოლოოდ ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს განვითარებული მძიმე მოვლენები მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2020 წლის 17 ივნისს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და 2020 წლის 3 ივნისს განხორციელდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დ.ჭ.-ს საქართველოში ექსტრადიცია და სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებული იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის სად-ის უფროსი ბ.ა., სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმავე წელს, მოცემულ საქმეზე მსჯავდებული ბ.ა შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ინფორმაციას ” ინტერ პრესს ნიუსი ” ავრცელებს.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს: „ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია
მთავარი

ქუთაისში, ბალახვანში ყვავილების მაღაზიაში ხანძარია. როგორც მეგა ტვ-ს წყარო უყვება , მაღაზია ხანძრის გაჩენის დროს დაკეტილი იყო. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და პოლიცია.

დაწვრილებითDetails

“წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...

დაწვრილებითDetails

“ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი…” – რას ჰყვება თვითმხილველი სამგორის მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „რამდენიმე წუთია მოვედი სახლში, საშინელ ფაქტს შევესწარი მეტროში - ახალგაზრდა გოგო, 30 წლისაც არ იყო... საბრალოს, მატარებლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის...

დაწვრილებითDetails

ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნებამ ქურდობის მიზნით, სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა სცადა, თუმცა განზრახვა...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. უწყების...

დაწვრილებითDetails

„აღარ მყავს მამიდა…“ – მზია ლომაია გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

ქალი, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმის შვილი, ირაკლი ლომაია ავრცელებს. „აღარ მყავს მამიდა... ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ“, - წერს ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში. მზია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"