,,ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფერს-ოკუპანტების განდევნას მთელი ჩვენი ხალხისათვის მშვიდობის დასაბრუნებლად.
ამ პროცესის მთავარი ელემენტია უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, იარაღის საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის ხელმისაწვდომობა, საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობა და ხარისხი.
უკრაინის დახმარება იყო ნომერ პირველი საკითხი შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ კიევში, სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკებებში. ჩვენ ვიზიარებთ იგივე გაგებას შეერთებულ შტატებთან: როდესაც დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს მთელ მსოფლიოში. როცა თავისუფლებას იცავენ ერთ ქვეყანაში, მას იცავენ მთელ მსოფლიოში."-ვოლოდიმირ ზელენსკი.ტყიბულში მეშახტე დაშავდა
ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას...










