ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, პირველივე შემთხვევისას, როდესაც ქვეყანაში მესამე ტალღა “გადაილახება” დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება:
“დაინახავთ უკვე ჩვენს ქუჩებში ტურისტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი, მანამ სანამ არსებობს ღამის საათების შეზღუდვა, ან შაბათ-კვირას რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ჩვენ საკოორდინაციო საბჭოზე მუდმივად ვსაუბრობთ, რომ როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ და უკეთესობისკენ მივდივართ, არის ახლა ამის პირველი ნიშნები, პირველივე შესაძლებლობისას შევამსუბუქებთ ამ შეზღუდვებს, მოვხსნით შეზღუდვას შაბათ-კვირის რესტორნების შეზღუდვაზე და არსებითად გადავხედავთ ე.წ. კომენდანტის საათს”, – თქვა თურნავამ.