უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მაღალი რისკი არსებობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რისკი იმისა, რომ ნებისმიერი საუბარი სრულად დაიხურება, ძალიან დიდია. სწორედ იმ შედეგების გამო, რომელსაც რუსეთი ტოვებს, სადაც არ უნდა იყოს, დაახლოებით იგივეა. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ყველანი ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ჩვენ ვახდენთ და ვხედავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.