LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა – რას ყვება დაკარგული 13 წლის ბიჭის მამა

რა ხდება დღეს – ილია ფილფანის დაკარგვიდან 1 წელი გავიდა

დაპოსტა 2021/07/18-ში
A A
311
ნახვა
გაზიარება

ილია ფილფანის გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა. მოზარდი 2020 წლის 18 ივლისს სვანეთში, სოფელ ლენჯერში გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, ის სახლიდან ველოსიპედით დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ მოზარდი არავის უნახავს.

 

13 წლის ბიჭის დაკარგვის შესახებ, 112-ში შეტყობინების შესვლის დღიდან მის გაუჩინარებაზე არაერთი ვერსია დასახელდა. მშობლები მისი პოვნის იმედს ამ დრომდე არ კარგავენ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ილია ფილფანის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს.

 

|2020 წელი, 24 ივლისი

 

ილია ფილფანის მამა, დავით ფილფანი აცხადებს, რომ ოჯახში ცხოვრებისეული კონფლიქტები ჰქონდათ

 

„დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა, რამდენიმე კვირით ადრე, აგროვებდა ფულს და იყო დეტალები რაც ამას მაფიქრებინებს. ჩვენ კორონავირუსის გამო მოგვიწია აქ დარჩენა, გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს მეგობრები და ვერ საუბრობდა ქართულად, არ ჰყოფნიდა ზრუნვა. გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები.

 

წინა დღეს რაღაცაზე ვიკამათეთ. ვიყავი ერთ ადგილას სადაც ველოსიპედის კვალი იყო და ხიდზე იყო გადასული როგორც ჩანს. ვფიქრობ, რომ ყველგან შეიძლება იყოს, ზღვაზეც, აქაც და დარწმუნებული ვართ ვიპოვით.

 

მინდა ვთქვა ერთი რამ, პოლიცია აქტიურად მუშაობს და ვთხოვ ნუ მომაცდენენ ხშირად და დაკითხვაზე ნუ მიძახებენ, რადგან ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული“, – აცხადებს „ფორმულასთან“ დაკარგულ ილია ფილფანის მამა.

 

ფილფანის დედა, ქსენია ფილფანი ამბობს, რომ  ბავშვს დედისთვის სადმე წასვლაზე არაფერი უთქვამს.

 

„ახლა დუბაიში ვარ, ჩემი შვილი დაკარგულია და მე კარანტინის პირობებში დაკეტილი საზღვრების გამო ვერ ჩამოვდივარ. არ არის რეგულარული ფრენებიც. ძალიან მინდა ახლა მანდ ვიყო და ჩემს მეუღლესთან ერთად ვეძებდე ჩემს შვილს. ილიას არ უთქვამს, რომ სადმე წასვლა უნდოდა. ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია. მაგრამ ნებისმიერი რამ შეიძლება ვივარაუდოთ. ახლა მხოლოდ ვერსიები თუ გვექნება, არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს, რომ რამე კონკრეტული ვიცოდეთ.

 

ჩემს შვილს არ უხსენებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებული იყო. მხოლოდ ის უნდოდა, ერთმანეთი მალე გვენახა. ეს ბუნებრივია, ერთმანეთი დიდი ხანია არ გვყავდა ნანახი. მეც ძალიან მინდოდა მისი ნახვა.

 

ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ სვანეთში მოიწყინა. იქ მეგობრები არ ჰყავდა, ბებიასთან და მამასთან ერთად იყო. ქართული არ იცის, ადგილობრივ ბავშვებთან ვერ თამაშობდა. მეტ დროს ბებიასთან და ძაღლებთან ატარებდა“, – ამბობს ილია ფილფანის დედა „ფორმულასთან“.

 

|2020 წელი, 26 ივლისი

 

დაკარგული ილია ფილფანის მამა მიმართვას ავრცელებს. დავით ფილფანი  საზოგადოებას თხოვნით მიმართავს და მათ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახთან ან შესაბამის უწყებებთან დაკავშირებას სთხოვს.

 

„მინდა მივმართო ხალხს და დახმარება ვთხოვო. მესმის პოლიციასთან საქმის დაჭერა არავის სურს, ამიტომ შეიძლება რაიმე იციან, მაგრამ არ ამბობენ. ვთხოვ მათ, დაგვეხმარონ, ნუ დამალავენ ინფორმაციას. უკვე აღარ ვიცით, საით ვეძებოთ. ჩვენც დავიბენით, უფრო საით მივმართოთ რესურსი აღარ ვიცით. პოსტერების დარიგებასაც დავიწყებთ ყველგან, რათა გაგვაგებინონ, თუ რამე იციან“, – თქვა დავით ფილფანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

 

მიმართვას ავრცელებს ილია ფილფანის დედაც.

 

„ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ დაბრუნდი“, – ამბობს ქსენია ფილფანი.

 

დაკარგული მოზარდის დედა „დროებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა მისი შვილი თბილისში იყოს.

 

მისი თქმით, თბილისში დაკარგული მოზარდის მამიდა ცხოვრობს, რომელთანაც ხშირად დადიოდნენ.

 

„თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას, ბევრ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით. თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, სადაც ხშირად ვჩერდებოდით“,- აღნიშნავს ქსენია ფილფანი.

 

|2020 წელი, 28 ივლისი

 

მოზარდის მამა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს. მას ერთი თხოვნა აქვს ყველასთან, იმ შემთხვევაში, თუ იპოვიან ილიას გადაუღონ სამი ფოტოსურათი და რუსულად დაელაპარაკონ, ვინაიდან მან ქართული არ იცის.

 

„მას აქვს ენის პრობლემა, ჩვენ პანდემიამდე ჩავრჩით სვანეთში, მას ძალიან ენატრებოდა დედა, რომელიც დიდი ხნის უნახავი ჰყავდა“, – ამბობს დავით ფილფანი.

 

|2020 წელი, 31 ივლისი

 

შსს განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას მაშველების მიერ დათვალიერებულია: სოფელ ქაშვეთის ტერიტორია, მდინარე მესტიაჭალის ნაპირები და ე.წ მაშრიჭალას ტყის მიმდებარე ტერიტორიები, სოფელ ბეჩოდან ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით, მდინარე ენგურის ნაპირები, ფერდობები და ხევები, სოფელ ხოკოს მიმდებარედ არსებული უმოქმედო, ძველი გვირაბები, სოფელ ლატალის, ლენჯერის, ლახამურასა და ჯორკვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობები და ხევები. მაშველების მიერ ასევე დათვალიერებულია სოფლები: სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი,ქურელი, ფარი, ზემო და ქვემო ლუხა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი და იქ არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები, ასევე სოფელ ლენჯერის N1 და N2 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, მესტიის, ლატალის და ლემსიის მთა, უბანი მეგვირი, სოფელ ლაღამიდან სოფელ ლანჩვალამდე, ლანჩვალიდან სოკოს უბნამდე და ლატალიდან ბეჩოს მიმართულებით არსებული ტერიტორია. მაშველებმა განახორციელეს სოფელ ხაიშიდან ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიების, ჭუბერის მიმდებარედ წყალსაცავიდან მდინარე ენგურის გაყოლებაზე ნაპირების და მესტიის საბაგიროს მიმდებარედ ტყის მასივის მონიტორინგი. ასევე მოხდა „ენგურჰესის“ წყალსაცავის ზედაპირული დათვალიერება. მაშველებმა დაათვალიერეს სოფელ ეცერში შავი ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირები, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები და სოფელ ჰებუთის და ჰაწვალის მთაზე ტყის მასივი, ასევე ამ ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები მდინარის ნაპირებამდე და ალპურ ზონებამდე.

 

ასევე შემოწმებულია მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

 

პარალელურად, მაშველების მიერ სრულად არის დათვალიერებული მესტიიდან ზუგდიდამდე არსებული ცენტრალური მაგისტრალის 136 კილომეტრიანი მონაკვეთი.

 

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, სამართალდამცველების მიერ მოწმდება.“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

|2020 წელი, 13 აგვისტო

 

მესტიის მერიის წარმომადგენელი ილია ფილფანის დაკარგვის 2 ვერსიაზე საუბრობს. მურთაზ გულედანის თქმით, ერთი ვერსიით, მოზარდი მესტია-ჭალას მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, მეორე ვერსიით კი ის ტყეში დაიკარგა და რომელიმე ცხოველის მსხვერპლი გახდა.

 

„თითქმის ერთი თვეა ბავშვს უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია და მოხალისეთა ჯგუფებიც გვემატება. მოზარდის კვალი კი არ ჩანს არსად. ოჯახი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ გამოჩნდება.

 

ამ დროისათვის გაუჩინარების ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას. ბოლო ერთი წელია სოფელში მხეცებს პირუტყვიც არ გაუტაცებიათ, არც ადამიანის შემთხვევა გვქონია, მაგრამ ბავშვი სად წავიდა არ ვიცით. იქნებ ტყის მიმართულებით არის წასული და გზა აებნა.

 

რაც შეეხება მდინარეში გადავარდნის ვერსიას, სანაპირო პირადად მაქვს დათვალიერებული რამდენჯერმე და გარწმუნებთ, იქ იმდენი ციცაბო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავარდნა. თუ საბანაოდ შევიდა, ველოსიპედს ნაპირზე ხომ დატოვებდა? არც ველოსიპედი ჩანს. ესე იგი ველოსიპედიანად გადავარდა. მაინც არ ვკარგავთ პოვნის იმედს“ – განაცხადა მურთაზ გულედანმა.

 

|2020 წელი, 20 აგვისტო

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული ილია ფილფანის ბაბუა, წლების წინ, ასევე გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა – სახლიდან გავიდა და ქორწილში მიმავალ გზაზე გაუჩინარდა.

 

|2020 წელი, 8 სექტემბერი

 

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლია.

 

„ვერანაირი ვიდეო ჩანაწერი ვერ იპოვეს, არსებობს ვერსია, რომ ბავშვი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული. არის აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინავლის ფაქტორები. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მას დაეხმარნენ ქვეყნის დატოვებაში ან გაიტაცეს“, – ამბობს ბავშვის მამა.

 

|2021 წელი, 28 იანვარი

 

ენგურჰესის ტერიტორიაზე ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები იწყება.

 

დავით ფილფანის თქმით, ილიას დაკარგვის გამო, ოჯახმა დაზარალებულის სტატუსი მიიღო და მას საქმის დეტალებთან სრული წვდომა აქვს.

 

„სამწუხაროდ, ილიას სამძებრო სამუშაოებში ახალი არაფერია, მისი დაკარგვის უამრავი ვერსია არსებობს და რომელიმეს გამორიცხვის საფუძველი ჯერ არ გვაქვს. ამ დროისათვის მის სამძებრო სამუშაოებში არც ჩვენ და არც გამოძიებას რაიმე წინსვლა არ გვაქვს.

 

მე მივიღე დაზარალებულის სტატუსი, მაქვს უფლება მივიდე პოლიციაში და საქმის ყველა მასალასთან მქონდეს წვდომა. ასევე 24 საათის განმავლობაში მაქვს სამართალდამცველებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კონტაქტი.

 

მას შემდეგ, რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ.

 

მე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ ამ ტერიტორიის დრონების მეშვეობით დათვალიერება ვთხოვე და ეს თხოვნა მათ შემისრულეს, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია და წყლის დონის დაკლების შემდეგ იქ ძალიან ბევრი ტალახია და ყველგან ფეხით მისვლა შეუძლებელია.

 

ტერიტორიის გარკვეული ნაწილები შრება და ჩვენ ჩვენი ძალებით ვახორციელებთ სამძებრო სამუშაოებს, თუმცა ნებისმიერ დროს შემიძლია დავრეკო და დახმარება მოვითხოვო”, – განაცხადა დავით ფილფანმა.

 

|რა ხდება ახლა

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმე მალევე აღიძრა და დღემდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება არ ფლობს რაიმე მნიშვნელოვან და ხელჩასაჭიდ ინფორმაციას. არ არის ნაპოვნი ის ველოსიპედი ან ტანსაცმელი, რითაც სახლიდან გავიდა ილია ფილფანი. არაერთი საგამოძიებო მოქმედების მიუხედავად, გამოძებას არ აქვს ინფორმაცია მოზარდის ადგილსამყოფელის შესახებ.

გაზიარება124

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა
მთავარი

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ხრამ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რუ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცი ნო­დარ მი­ქე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და....

დაწვრილებითDetails

ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.    

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით. 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე,...

დაწვრილებითDetails

16 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

16 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.     ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.   გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და....

დაწვრილებითDetails

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   შესაძლოა, დღეს სხვადასხვა საკითხების მოგვარება ერთდროულად მოგიწიოთ. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები. ერთბაშად, რამდენიმე საქმის კეთება, ამ ეტაპზე, სავსებით შეუსაბამო და უადგილოა.   კურო   ცვლილებებისთვის კარგი დროა,...

დაწვრილებითDetails

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.  ...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს: „ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია
მთავარი

ქუთაისში, ბალახვანში ყვავილების მაღაზიაში ხანძარია. როგორც მეგა ტვ-ს წყარო უყვება , მაღაზია ხანძრის გაჩენის დროს დაკეტილი იყო. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და პოლიცია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"