LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე – ყველა განმარტება NAEC-ისაგან

დაპოსტა 2024/07/02-ში
A A
102
ნახვა
გაზიარება

რა უნდა იცოდეს გამოსაცდელმა საგამოცდო პროცესის შესახებ? – აქტუალური კითხვები და პასუხები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 1-ელ ივლისს გამოაქვეყნა, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:

რა უნდა ვიქონიოთ თან გამოცდებზე?

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე გამოსაცდელი აღარ დაიშვება.

სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს ასევე შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

როგორ ხდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა და გამოსაცდელებისათვის რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია?

შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დაწყებულია. საგამოცდო ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, შესაბამისად, აუცილებელია მისი კარგად გაცნობა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მისი საგამოცდო ცენტრში წარდგენა.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

ვარ აბიტურიენტი. რა შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო დამატებითი ტესტირების ჩატარება?

ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდის დროს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
გ) დაუძლეველი ძალის გამო.

აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ აბიტურიენტებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებზე.

რა წესები უნდა დავიცვათ ტესტირების პროცესში და რა შემთხვევაში შეიძლება მოვიხსნა გამოცდიდან?

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;

  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).

აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:

ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე. წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

თუ გამოცდაზე ადგილი ექნება პროცედურულ დარღვევას, შევძლებ მის გასაჩივრებას? და რა ფორმით?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, რომელშიც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.

რა შემთხვევაში არ გასწორდება ჩემი ნაშრომი?

ნაშრომი არ სწორდება, თუ:

პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს; პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

ატესტატის წარდგენა გამოცდებისათვის მჭირდება?

ცენტრის მხრიდან აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.

როგორია საგამოცდო პროცედურები?

აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს. რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში.

მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალმის, პასუხების ფურცლისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალის (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა) დადება შეგიძლიათ – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადოთ იატაკზე).

პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ.

  • ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან.
  • პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდისათვის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ უწყისის შესაბამის გრაფაში;
  • ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ;
  • საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებელს;
  • გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.

გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს. საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

ომბუდსმენი ითხოვს ხაბეიშვილს მობილური დაუბრუნონ

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
მთავარი

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება. ომბუდსმენი წერს, რომ საქმის...

დაწვრილებითDetails

ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვა იწყება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ინფრასტრუქტურის მინისტრი ხარაგაულზე
მთავარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვა 16 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" მეწყერით დაზარალებული ღვერკელი მარადი გელაშვილისზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მანქანა, სადაც ოთხი ადამიანი იჯდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

დაწვრილებითDetails

“ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჩვენს პარტიას ყოველთვის აკრიტიკებს” – ლევან ბეჟაშვილი მეუფე იობზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ და ეს ნდობა გამოხატული იქნება 26 ოქტომბერს – ლევან ბეჟაშვილი
მთავარი

ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მეუფე იობის პოზიციების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს ” – ლაშა ხუციშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა…მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 2024 წელსაც” – ლაშა ხუციშვილი
ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს - ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

“გულდასაწყვეტია, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი…პოლიტიკური განცხადებებისთვის…” – გიორგი გაბუნია მეუფე იობის ქადაგებაზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
” პარიზში და სხვადასხვა ქალაქში მომხდარი ძალადობა ევროკომისიამ დაგმო, მაშინ, როდესაც საქართველოში ანალოგიურ პროცესებზე ერთი განცხადებაც ვერ ვნახეთ” – გიორგი გაბუნია
მთავარი

მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც...

დაწვრილებითDetails

“დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება” – მიტროპოლიტი იობი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა...

დაწვრილებითDetails

“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე
მთავარი

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს. ამ ოპერაციის შემდეგ თემურ ხადური უკვე ცოცხალი აღარავის არ უნახავს - დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე...

დაწვრილებითDetails

2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით, 3 930.4 ათასამდე გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის დონეზე 2015-2021...

დაწვრილებითDetails

“აბსურდის თეატრს ვუყურებთ “- გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"