LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა კრიტერიუმები უნდა იყოს კანონპროექტში გათვალისწინებული, რათა უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად ჩაითვალოს

დაპოსტა 2020/05/21-ში
128
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებლ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოსაზრებები წარუდგინა.

როგორც  ომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან, სახალხო დამცველი სრულად აცნობიერებს პანდემიის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვების შემოღების საჭიროებას, თუმცა ამ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, თუ რა კრიტერიუმები და სტანდარტები უნდა იქნეს კანონპროექტში გათვალისწინებული იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

„კანონპროექტის თანახმად, მთავრობა აღიჭურვება უფლებამოსილებით კანონმდებლობისაგან განსხვავებულად მოაწესრიგოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები.

სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მივიღებთ არაკონსტიტუციურ რეგულირებას.

წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით).

საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ასევე მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს ენიჭება დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის შესაძლებლობა. მიგვაჩნია რომ აუცილებელია კანონპროექტის მოდიფიცირება და მხოლოდ ისეთი სხდომების ჩატარება დისტანციურად, რომელთა გადადებაც გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს.

ჩვენს წერილობით მოსაზრებაში შემოთავაზებული გვაქვს ალტერნატიული ფორმულირებები. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს მოსაზრებებს. თავის მხრივ, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას სამუშაო ფორმატში მივაწოდოთ დამატებითი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

იხილეთ მოსაზრებების სრული ელექტრონული ვერსია

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

მორიგე ყოფილა გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა – ტრაგედია ხონში, დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის ლიკა ჯანელიძის სიცოცხლე შეეწირა. ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება, ქალი ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა....

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

ნოემბერი 24, 2026
3
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან. 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და  და, ნუცა ფხალაძე ზესტაფონში ტაძრიდან გამოასვენეს. ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან...

დაწვრილებითDetails

“გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა” – ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა

ნოემბერი 24, 2026
1
მთავარი

არანაირი გამათბობელი არ მქონია, გაზქურა კი ისეთი მქონდა, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - შემოწმებული იყო და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა,...

დაწვრილებითDetails

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ნახეთ სად შეიზღუდა გადაადგილება

ნოემბერი 24, 2026
15
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 24, 2026
130
მთავარი

Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს: ,,თბილისი, საქართველო, 24 ნოემბერი, 2026 - Wizz Air ადასტურებს, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით შესრულებული რეისი W6 7909 ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

ჩხუბის დროს 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ნოემბერი 24, 2026
412
მთავარი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა, რა დროსაც 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ დარტყმის შედეგად წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიღო. კადრებში, რომელსაც "პირველებს"...

დაწვრილებითDetails

“დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული” – „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“

ნოემბერი 24, 2026
18
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის, - ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ...

დაწვრილებითDetails

“სახელმწიფომ დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში” – ანატოლი გიგაური

ნოემბერი 24, 2026
16
მთავარი

სახელმწიფომაც დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს და მე გამატარებინეს 2 წელი ციხეში, - ამის შესახებ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური...

დაწვრილებითDetails

კონსტანტინე ქათამაძე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ნოემბერი 24, 2026
57
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა. სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ახლად დანიშნული მოადგილე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა და მისი პროფესიული გამოცდილება გააცნო. მერაბ გამყრელიძემ კონსტანტინე ქათამაძეს...

დაწვრილებითDetails

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

ნოემბერი 24, 2026
12
მთავარი

მეუფე იობის კიდევ ერთი ხმაურიანი ქადაგება - რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა ამბიონიდან ისაუბრა იმ დაპირისპირებაზე, რაც დღეს არსებობს. "როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული - არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».