თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა, რა დროსაც 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ დარტყმის შედეგად წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიღო.
კადრებში, რომელსაც “პირველებს“ აწვდიან, ჩანს, რომ ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ჩატარებული პირველადი დახმარების მიუხედავად, დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული – წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე და თვითმხილველი პირები პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.
ერთ-ერი ვერსიით, დაპირისპირება პარკინგის გამო მოხდა.










