სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.5% შეადგინა.
მონაცემების მიხედვთ, 2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტად შემცირდა:
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 54%-ით;
- მშენებლობა – 9.4%-ით;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება – 25.4%-ით;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 6.4%-ით;
- ტრანსპორტი და დასაწყობება – 9%-ით;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 34%-ით.