რა შეცდომები დაუშვა პუტინმა? საპასუხოდ, კონსტანტინე გამსახურდია ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის ტელეგრამ არხის პოსტის ქართულად გვთავაზობს:
,,პუტინმა უკვე დაუშვა თავისი მეოთხე და დამღუპველი შეცდომა – ამჯერად, კრემლმა არასწორად გათვალა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ევროპას ნავთობითა და გაზით შანტაჟის საფრთხეებზე.
უკვე ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინმა სულ მცირე ოთხი კატასტროფული შეცდომა დაუშვა უკრაინაზე მის სისხლიან თავდასხმაში.
უპირველეს ყოვლისა, მან უკიდურესად ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობის მტკიცე ძალა და შეუპოვრობა. მეორეც, მან, როგორც ჩანს, არ იცოდა საკუთარი სამხედროების არაკომპეტენტურობისა და არადისციპლინირებული მარადიორობის შესახებ.
მათმა სამხედრო დანაშაულებებმა ისე შეურაცხყო დასავლური სენსიტიურობა, რომ რუსეთის ფედერაციის მეგობარი გერმანიიც კი სრულად დგას დემოკრატიული ალიანსის გვერდით.
მესამე, მას ეგონა, რომ ომი გაყოფს დაკნინებულ და მორალურად გაკოტრებულ დასავლეთს; ამის საპირისპიროდ, ის გააერთიანა და ახალი სიცოცხლე ჩაჰბერა მას.
და ბოლოს, მან გადაჭარბებულად შეაფასა ნავთობისა და გაზის მიწოდების ბერკეტები.
ბერლინმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამ კვირაში დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, თუ გაზზე ჯერ კიდევ არა და იმუქრება, რომ რუსეთს წაართმევს მისი ეკონომიკის საყრდენს.
პუტინის არასწორი გათვლები შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის დაზვერვის წარუმატებლობად, მაგრამ ასევე არსებობს უფრო ფართო ახსნაც. ავტოკრატიებს ძალიან ცუდად ესმით საკუთარი შეზღუდვები.
რეჟიმები ყოველთვის ხდებიან საკუთარი ბოდვითი თვითრწმენის მსხვერპლი.
ბოლო არასწორი გათვლა იყო გადაწყვეტილება პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა. ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გამიზნულია, როგორც გაფრთხილება რუსული ენერგიების ბევრად უფრო დიდი მყიდველებზე, როგორიცაა გერმანია და იტალია – “შენ იქნები შემდეგი”.
მაგრამ ამ მუქარით პუტინი მხოლოდ საკუთარ ფეხებს ესვრის.
არსებობს აზრი, რომ პუტინი გამოიყენებს თავის მთავარ ეკონომიკურ იარაღს მანამ, სანამ ეს ჯერ კიდევ შეუძლია; მაგრამ მალე ისიც მოძველდება.
პუტინმა ფსონი დადო ევროპაზე, რომელსაც არ ექნებოდა გაზის შეწყვეტით გამოწვეული ეკონომიკურ ტკივილის გაძლების სურვილი, მაგრამ შანტაჟმა არ იმუშავა. რუსეთს ევროპის ბაზრები გაცილებით მეტად სჭირდება, ვიდრე ევროპას მისი ენერგია.
პუტინი იმედოვნებდა, რომ გამოიყენებდა დასავლეთის სისუსტეს, განხეთქილებას, თუმცა მან მხოლოდ მის გაძლიერეებას მიაღწია.
Nikoloz Nikolozishvili-ს პოსტიდან The Telegraph-ის მასალების მიხედვით