LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2020 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი 61 032 200 ლარით განისაზღვრა

მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება – ფინანსთა მინისტრი

დაპოსტა 2021/06/07-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გვქონდა გასულ წელს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი კვარტლისგან განსხვავებით ახალი ეკონომიკური რეალობა გვაქვს და ნავარაუდები 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა 6.5%-მდე გაიზარდა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული ეკონომიკური რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც და ამ კუთხით მომდევნო პერიოდი უფრო სტაბილური იქნება.

“ლარის კურსის კონკრეტულ ნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო პროგნოზებს არ აკეთებს. ამის კონკრეტული პროგნოზირება არის შეუძლებელი, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ახდენს ლარის კურსზე გავლენას. ახალი რეალობა გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით პირველი კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც გაკეთდა პროგნოზები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო 3.5%, ჩვენ ამის მიუხედავად დაგეგმილი გვქონდა 4.3%. დავიწყეთ საუბარი, რომ ეს პროგნოზები გადაიხილებოდა, ჩვენ ვხედავდით ცვლილებებს დადებითი მიმართულებით, აპრილის თვიდან მოყოლებული პროგნოზებს გადავხედეთ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გავზარდეთ 6.5%-მდე. ასევე წარვადგინეთ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში რა იქნებოდა ეკონომიკური ზრდა და ეს არის 10%-ზე მეტი მაჩვენებელი, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გვქონდა გასულ წელს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდები.

გარდა ამისა, გვაქვს საკმაოდ ბევრი ფაქტორი, რომელიც ამ პროგნოზებს ამყარებს. ეს არის ექსპორტის მიმართულებით დადებითი მაჩვენებელი, დაახლოებით 70%-იანი ზრდა აპრილის თვეში, ფულადი გადმორიცხვების ზრდა 145%-ის ოდენობით. ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც აპრილის თვეში დაფიქსირდა, არ არის ერთი სექტორიდან გამომდინარე, ეს დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორზე და აღდგენის ნიშანი არის მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებაში. ყველა ეს ფაქტორი და პოლიტიკური სტაბილურობა ხელს უწყობს მოლოდინების და განწყობების გაუმჯობესებას ეკონომიკაში. ამ რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც, თუმცა კონკრეტულად რა წონასწორობის ნიშანი იქნება, ეს მომავალში გამოჩნდება. ვფიქრობ, მომდევნო პერიოდი იქნება უფრო სტაბილური, დიდი მერყეობის გარეშე”, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6859, ევრო – 3.1600, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6552 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 736 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.22%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
ეკონომიკა

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საწვავის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 მაისს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6892, ევრო – 3.1431, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6420 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი პირველი მაისისთვის

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 30 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო  – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"