ორგანიზაციის ,,მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია” დამფუძნებელი ლადო გამსახურდია უკრაინის დასაცავად გმირულად იბრძვის.
იგი, ისე როგორც მისი თანამებრძოლები, აზოვსტალში გამაგრებული მეომრების ბედზე წუხს და ამბობს , რომ მზად არიან აზოველთა გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობისათვის, თუ გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო შტაბი მიიღებს.
,,დღეს ერთმანეთში ვისაუბრეთ ჩვენმა მებრძოლმა ძმებმა, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით და ასევე ვინც უკრაინის სხვადასხვა ბატალიონებში არიან განაწილებული.
მზადყოფნაში ვართ მივიღოთ მონაწილეობა მარიუპოლის განთავისუფლებაში, განვიხილოთ ყველა შესაძლო გზები, გავჭრათ ხაზი “აზოვსტალის” ქარხანამდე და შეუერთდეთ იქ ჩარჩენილ აზოვის ბატალიონის მეომრებს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სურვილი არ კმარა, ამიტომ ველოდებით უკრაინის სამხედრო მთავარსარდლობის ბრძანებას მარიუპოლის სამხედრო გზით განთავისუფლების შესახებ.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მარიუპოლის განთავისუფლებასთან დაკავშირებით.
თუ გვექნება შესაძლებლობა შეუერთდეთ ამ საგმირო საქმეს დიდი სიამოვნებით, მსურველები ბევრი ვართ.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”-წერს ლადო გამსახურდია.