არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
დაჭრილია ერთი პირი.
“პირველების ” ინფორმაციით, სტუდენტს ოპერაცია “ხეჩინაშვილის კლინიკაში” ჩაუტარდა, ის საავადმყოფოდან რამდენიმე საათის წინ გაწერეს.
ადგილზე გუშინ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, გამოკითხეს თვითმხილველები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.










