LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა” – შალვა პაპუაშვილი ბაია პატარაიას განცხადებაზე

დაპოსტა 2025/07/28-ში
A A
66
ნახვა
გაზიარება

არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას. ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უფლებადამცველის, ბაია პატარაიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ამბობს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და აგვისტოს ომის წინ რუსების შემოშვება, მათთვის კომფორტის შექმნა, პროვოკაციაა“.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობია“.

„რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა. არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას. ბევრ ქვეყანას უწარმოებია ომი და ბევრი დღესაც აწარმოებს, სადაც ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ეროვნებები გამოარჩიოს და ისინი ზიზღის ობიექტად აქციოს.

ეს არის, მინიმუმ, ჩვენი, ქართული მსოფლმხედველობა. ზოგად ევროპულიც, წესით, ეს უნდა იყოს, ბოლო 80 წელი მაინც. სხვა შემთხვევაში, რაც ჩვენ ომები გადაგვიტანია, რამდენსაც ჩვენი ჭირი ნდომებია, ზიზღით და ბოღმით სავსე ერი უნდა ვყოფილიყავით. ასეთი ერი კი ათასწლეულებს ვერ გაუძლებდა. ამიტომ არიან ეს „ენჯეოები“ ქართულ საზოგადოებას აცდენილი. ამიტომ არის ის ზიზღი, სიძულვილი, შუღლი და მტრობა, რომლითაც ისინი, დღეს, ქუჩებში დაიარებიან, ასე უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. ყველას გვახსოვს, იმავე „ენჯეოების“ ქსენოფობიური კამპანია 2022 წელს. მაშინ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცამ, ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის ქალს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები საქართველოში ცხოვრობდა, ქვა ესროლა. რა თქმა უნდა, ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ხოლო ბრიუსელის პრესსპიკერი იტყვის, რომ ეროვნების გამო ვინმესთვის „ღორის” წოდების ქსენოფობიად მოხსენიება დეზინფორმაციაა. რა დაუშლის?“- წერს შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და მათ კომფორტი შეუქმნა. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის წინ, რუსი სამხედროების ჩამოყვანით საზოგადოებას სპეციალურად უწყობს პროვოკაციას, რომ შემდეგ „რუსი ღორების გამო, ისევ ქართველი პატრიოტები დაიჭიროს“.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

სამხრეთ აფრიკამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სამხრეთ აფრიკამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ საქართველოში
მთავარი

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა. სამხრეთ აფრიკის სატყეო...

დაწვრილებითDetails

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება
მთავარი

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5966 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ცნობილია , ძმის ქორწილში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ცნობილია , ძმის ქორწილში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი, გური ბოიკო მოკლეს. შემთხვევა 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობლები ავრცელებენ. „და ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად... გური, დეიდა ჩემთვის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს – პოლიცია დამნაშავეს ეძებს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. მკვლელობის ფაქტს "პირველებს" უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ფოთში, 47 წლის ინგა ყა­ლი­ჩა­ვას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულმა კარბაიამ სასამართლოზე დუმილი დაარღვია....

დაწვრილებითDetails

ანტალიაში ტორნადოსა და შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ანტალიაში ტორნადოსა და შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
მთავარი

26 ოქტომბერს, თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში ტორნადოსა და შტორმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება TRT Haber. ანტალიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი - საავადმყოფოში. „დღეს, პროვინციული...

დაწვრილებითDetails

შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება
მთავარი

შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
იმერეთში საარსებო შემწეობას 76 784 ადამიანი იღებს
მთავარი

საქართველოში თითქმის ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა დაიკლებს – ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლებელია წვიმა. 28 ოქტომბერს ტემპერატურა კვლავ +17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"