LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„სირცხვილიამ“ ჭამა სირცხვილი – შიდასაოჯახო ბულინგს ვერ გაუძლო და დაუბრუნდა საწყის პოზიციას – დიმიტრი ხუნდაძე

“ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს ” – დიმიტრი ხუნდაძე

დაპოსტა 2025/07/26-ში
A A
103
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, გვახსოვს იგავ-არაკი „მამლის ქურდი“ – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – ძალიან ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით არა პარტნიორული ურთიერთობის, არამედ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს – ყველაფერს რუსულს არქმევს,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას ეხმაურება.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ისინი ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად არიან, თუმცა ევროკავშირი საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს.

„ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, გვახსოვს იგავ-არაკი „მამლის ქურდი“ – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. უსამართლო რეზოლუციები, სანქციებში საქართველოს ჩართვის იძულება, ქუჩაში აურზაურის წახალისება, მიხეილ სააკაშვილის დემოკრატიის შუქურად გამოცხადება, მისი თითქოს წამების ლეგიტიმაცია ელჩების ჩართულობით, გვახსოვს დემარშები. ასევე ISPED-ის, რომელიც დაფინანსებულია დასავლეთიდან, არჩევნების გაყალბების მცდელობა. ასევე გვახსოვს საზოგადოების გახლეჩის აქტიური მცდელობა, თითქოს ხელისუფლება ერთი სხვა იყოს, მეორე სხვა. მაგრამ როცა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს არჩევნებში, პირდაპირ პაველ ჰერჩინსკი უშუალოდ ერეოდა და მოუწოდებდა, რომ ამომრჩევლებს მათთვის სასურველი შედეგები დაეყენებინათ, შემდეგ კი დაემუქრნენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. ასე რომ, ძალიან ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით არა პარტნიორული ურთიერთობის, არამედ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს – ყველაფერს რუსულს არქმევს. მინდა გითხრათ, რომ წარმომადგენლობით პალატაში, იურიდიულმა დეპარტამენტმა სწორედ ევროკავშირი დაადანაშაულა, რომ ისინი ცალმხრივი ცენზურას ეწევიან, რომელიც უსამართლობის ერთ-ერთი ფორმაა.

ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისთვის, თუმცა ასეთი დესტრუქციული წახალისებები, პირდაპირი ჩარევები შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში, არჩევნებში მათი სასურველი შედეგის იძულება და მუქარა ამომრჩეველთა მიმართ მიუღებელია, ისევ და ისევ – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.

რუსული იარლიყის გამოყენება უკვე აპრობირებული პრაქტიკაა, არამხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ თავად აშშ-შიც ვხედავთ, რომ რუსული იარლიყის მიკვრა, იქაც ბრძოლის იარაღად არის გამოყენებული. ეს არის მარტივი ინსტრუმენტი, რომ ყველაფერი გადაფარო და რუსული დაარქვა, მაგრამ გვახსოვს გამჭვირვალობის კანონის რუსულად მონათვლის შემდეგ, ერთადერთი პასუხი თუ რატომ იყო კანონი რუსული, პასუხად გასცეს, რომ – იმიტომ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს სცენარი დასავლური ბიუროკრატიისა და „დიფ სთეითისგან“ მოდის.

„ეს [სცენარი] არის დასავლური ბიუროკრატიის, „დიფ სტეიტის“, რომელიც პრაქტიკულად არის ხელშემშლელი არამხოლოდ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების, არამედ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამას საფრთხედ უყურებს და მანვე განიზრახა, რომ „დიფ სთეითი“ უნდა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავად ამერიკა აღმოჩნდეს დამარცხებული. ეს არის გლობალური პრობლემა და ამას სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების, თანამეგობრობის ობიექტური და ფხიზელი დამოკიდებულება. ჩვენ ამას ვუყურებთ აშშ-შიც და ამას ვაკეთებთ საქართველოშიც, რომ საქართველოს ინტერესები არა რომელიმე ჯგუფს ან ვინმეს ინტერესებს შეეწიროს, არამედ ეს იყოს ქართული როგორებისაა და სახელმწიფოს ინტერესებში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

(ოკუპირებულ აფხაზეთში) გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს. სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის...

დაწვრილებითDetails

ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დაპატიმრებული ექს-პრემიერის განცხადება "მისთვისვეა პრობლემური". მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ...

დაწვრილებითDetails

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. როგორც ემიგრანტები წერენ, ქალი მძიმე სენს ებრძოდა. ,,ნაპოლის ემიგრატი რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა !ქალ.ნონა მიროტაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს ემიგრატებს ამ...

დაწვრილებითDetails

ხალხს მოჩვენებითი გარიგებები გაუფორმეს და 355 000 ლარი მიისაკუთრეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – ის 42 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
“ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.”გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე
მთავარი

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს 42 წლის გახდებოდა.   უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად...

დაწვრილებითDetails

გამოჩნდა ახალი საშიში ნარკოტიკი – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112 – ნარკოლოგი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას კიდევ ერთი საშიში ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი - აქტიური და ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო - ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებს. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"