სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე “ბახალა” ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობაზე.
გადაწყვეტილება “მთავარ არხთან” ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ დაადასტურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ირაკლი ქორიძე თურქეთიდან რეანომობილით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების – 900 აბი “სუბოტექსის” საქმის ორგანიზატორი იყო. ბრალდების მხარის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ ნარკოტიკი საქართველოში შემოეტანათ.
ცნობისთვის, “ბახალა” 2018 წლიდან საპატიმროში იმყოფება. ის მსჯავრდებულია დიდი ოდენობით “სუბოტექსის” შეძენა-შენახვაზე. მსახიობი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს