“ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, რუსულის მასწავლებლის, ეკა გორდეზიანის შვილის — უაღრესად კეთილშობილი და ნათელი ადამიანის, ლუკა იოსელიანის გარდაცვალებას.
აკადემია გამოთქვამს დიდ მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს ლუკას მშობლებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
ჩვენს საყვარელ ეკას ვუსურვებთ ძალასა და გამძლეობას ამ უმძიმეს დროს.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ლუკას ლამაზი სული!
პანაშვიდები: 21-22 ოქტომბერი, 17:00 საათი
მისამართი: ყიფშიძის ქ. 4, II სადარბაზო, VII სართული.
გამოსვენება: ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 15:00 საათი
მისამართი: წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესია, საბურთალო, ვიქტორ დოლიძის ქ 3ა
დაკრძალვა: ვაკის სასაფლაო”- წერს ამერიკული აკადემია
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ქალი ემსხვერპლა - ინფორმაციას Info Imereti ავრცელებს. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის...
ქუთაისელი ახალგაზრდა მედიკოსი და მკვლევარი გვანცა ჯანელიძე UEG-ის National Scholarship 2026-ის ჯილდოს მფლობელია. საქართველოდან წარდგენილ ნაშრომებს შორის მან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. კვლევა ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას პაციენტების თვითტრიაჟში და...
ახალქალაქში სამი წლის ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა - ინფორმაციას Jnews ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ბავშვი თბილისიდან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა. წინასწარი...
ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს - ქალაქის მერია რუსთაველისა და წერეთლის წუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთსა და წერეთლის ქუჩის დასაწყისში, დაზიანებული გზის საფარი...
პატრიმრობაში მყოფ ექსპრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს არასრულწლოვან შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. ინფორმაცია ამის შესახებ “პირველებს“ მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა დაუდასტურა, რომელიც მთავრობის ყოფილ მეთაურს პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში ხვდება. უფლებადამცველი ამბობს, რომ ექსპრემიერთან შეხვედრის შემდეგ...
1-ელი სექტემბრიდან 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება. ამის შესახებ bpn.ge წერს. 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აპრილში მიიღო, თუმცა ის ძალაში ხვალიდან შევა....
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ...
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი...
გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს - "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა....