ახალქალაქში სამი წლის ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა – ინფორმაციას Jnews ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ბავშვი თბილისიდან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა. წინასწარი ინფპრმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
Jnews-ის ცნობით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, მცირეწლოვანი კომაშია.









