ქუთაისელი ახალგაზრდა მედიკოსი და მკვლევარი გვანცა ჯანელიძე UEG-ის National Scholarship 2026-ის ჯილდოს მფლობელია. საქართველოდან წარდგენილ ნაშრომებს შორის მან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. კვლევა ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას პაციენტების თვითტრიაჟში და მის შესაძლო გავლენას დიაგნოსტიკურ დაგვიანებაზე.
გვანცა ჯანელიძის სამეცნიერო ნაშრომი ასევე მიღებულია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გასტროენტეროლოგიურ კონგრესზე, UEG Week 2026-ზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართება.
United European Gastroenterology (UEG) ევროპული პროფესიული სამედიცინო ორგანიზაციაა, რომელიც გასტროენტეროლოგიისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მიმართულებით მომუშავე ეროვნულ და სპეციალიზებულ სამედიცინო საზოგადოებებს აერთიანებს. ორგანიზაცია 1992 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი ვენაშია.









