LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი აქვთ პენსია ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს

რა შეზღუდვები უწესდებათ 60 წელს გადაცილებულ პირებს

დაპოსტა 2026/08/31-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

1-ელი სექტემბრიდან 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება. ამის შესახებ bpn.ge წერს.

60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აპრილში მიიღო, თუმცა ის ძალაში ხვალიდან შევა.

კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, ცვლილება შევიდა მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

“განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები: თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

„რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება,“ – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ამინდი მკევთრად უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს - "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და...

დაწვრილებითDetails

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
რამდენ ხანს გაგრძელდება კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა....

დაწვრილებითDetails

“ქართველი მამაკაცია დაღუპული, მისი ცოლი და შვილები რეანიმაციაში არიან” – მძიმე ავარიის ახალი დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა
მთავარი

29 აგ­ვის­ტოს უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და კავ­კა­ზის ფე­დე­რა­ლურ გზატ­კე­ცილ­ზე, სო­ფელ ინო­ზემ­ცე­ვოს­თან. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის მარ­შრუ­ტით მოძ­რა­ვი Setra-ს ავ­ტო­ბუ­სი წინ მი­მა­ვალ KamAZ-ის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვი­და და...

დაწვრილებითDetails

“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა
მთავარი

რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tass-ის ცნო­ბით, ავ­ტო­ბუს­ში, რო­მე­ლიც 30 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის რე­ის­ზე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა, თით­ქმის ყვე­ლა მგზავ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. 30 აგ­ვის­ტოს ღა­მით, "კავ­კა­ზის“ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა და...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

საჩხერეში თევზაობის დროს 31 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
რა შეუძლია ძლიერ ლოცვას – სასწაული, რომელიც შეიძლება ერთ წამში მოხდეს
მთავარი

31 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადებას და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის — „ყოველთა დედუფლის“ („პანტანასას“) დღესასწაულს.ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის სარტყლის ტროპარი და „პანტანასას“ ლოცვა. ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის...

დაწვრილებითDetails

რა შესაძლებლობა ეძლევათ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე...

დაწვრილებითDetails

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი აქტიური დღეა. თამამად იმოქმედეთ, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. ურთიერთობებში მეტი გულწრფელობაა საჭირო. ტყუპები საინტერესო შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ყურადღება დეტალებს მიაქციეთ. კირჩხიბი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"