ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს – ქალაქის მერია რუსთაველისა და წერეთლის წუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთსა და წერეთლის ქუჩის დასაწყისში, დაზიანებული გზის საფარი ასფალტ-ბეტონის ახალი საფარით შეიცვალა.
გთხოვთ, სამუშაოების დასრულებამდე, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვათ უსაფრთხოების წესები.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.









