სასტუმროთა ქსელ Marriot International-ზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სასტუმროების კლიენტების მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და 5.2 მილიონი სტუმრის პირადი მონაცემები მოიპოვეს. საუბარია ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონი ნომრები, მისამართები და მომსახურების სასურველი ენა.
Marriot-ის ხელმძღვანელობის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.