LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ჩემი შვილი სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა” – რას ჰყვება მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

დაპოსტა 2026/10/12-ში
580
ნახვა
გაზიარება

ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 10 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია – სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი.

სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბი და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძემ ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში გა­ა­ტა­რა. იმ დღეს და­ვი­თი ძმას­თან, ლუ­კას­თან ერ­თად მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­ვი­და. ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი “სამ­წვა­დე­ში” მყოფ არას­რულ­წლო­ვა­ნებს არ იც­ნობ­დნენ და მათ ერ­თმა­ნე­თი შემ­თხვე­ვით ნა­ხეს.

  • რო­გორც მოკ­ლუ­ლის დედა ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მის შვილს მკვლელ­მა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა გულ­ზე მი­ა­ყე­ნა.

“დათო სახ­ლი­დან 4 სექ­ტემ­ბერს რომ გა­ვი­და, ვუ­თხა­რი, შვი­ლო, მალე მოდი, თავი არ მო­მა­ნატ­რო-თქო. რა­ტომ მი­თხრა არ ვიცი – თუ მო­გე­ნატ­რე­ბი, სუ­რა­თებს უყუ­რეო….

სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა, პირ­და­პირ ჩა­არ­ტყა გულ­ში. 14 სმ-ია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. გული და ფილ­ტვია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ყელ­ზეც ჰქონ­და პა­ტა­რა ნა­კაწ­რი, თუმ­ცა არა სა­სიკ­ვდი­ლო.

ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზეც იყო, მე­ზო­ბე­ლია, და­თოს მე­გო­ბა­რია. 18 წლის გახ­და ის ბავ­შვი და მთე­ლი სა­მე­ზობ­ლო და სა­მე­გობ­რო ჰყავ­და და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. მისი ძმაც იქ იყო.

ლუკა იყო ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, წვე­თი არ ჰქონ­და და­ლე­უ­ლი და ამი­ტომ და­ა­რი­გა ბავ­შვე­ბი. ორი რე­ი­სი გა­უ­კე­თე­ბია ბავ­შვს. ძმის­თვის უთ­ქვამს შენც წა­მო­დიო – იყო­სო. ბო­ლოს, 4 ბავ­შვი დარ­ჩნენ სუფ­რის წევ­რე­ბი­დან. სა­ნამ ჩემი შვი­ლი მიბ­რუნ­და, მკვლე­ლი მის ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­დის…” – გა­ნა­ცხა­და ეკა მხატ­ვრიშ­ვილ­მა “ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის” ეთერ­ში.

  • რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი ჰყვე­ბა, პირ­ვე­ლი მცი­რე სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა და­თოს მე­გობ­რებ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის “სამ­წვა­დის” წინ მოხ­და. მოკ­ლუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წერ­ში მკა­ფი­ოდ ის­მის თუ რა დი­ა­ლო­გი შედ­გა მკვლელ­სა და მის შვილს შო­რის.

“მკვლე­ლი მი­დის სუფ­რას­თან, წა­რუდ­გი­ნა თავი და და­ი­წყო არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბა­რი. ეს ისე­თი თავ­ხე­დი ვი­ღაც ჩანს, პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან შე­ა­ტყობ. მა­ნე­რა­ში, ტონ­ში, თა­ვი­სი ეგო­ნა მთე­ლი თბი­ლი­სი: “ვინ ხართ, რომ ჩემს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბით”- ასე­თი ში­ნა­არ­სია, ასე­თი დი­ა­ლო­გია. მერე ეტყო­ბა ჩემი შვი­ლი ჯდე­ბა, რად­გან კა­მე­რა­ში ის­მის მკვლე­ლის ხმა: “რა­ტომ ზი­ხარ?!” ჩემს შვილს ფეხი სტკი­ო­და. მკა­ფი­ოდ ის­მის კა­მე­რა­ში: “ფეხი გა­მეკ­ვან­ძა”. მკვლე­ლი კი დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნით ეუბ­ნე­ბა: “აბა, რო­გორ გა­გე­ნას­კვა, აბა, წა­მო­დე­ქი”, – ამ­ბობს ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი.

  • და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის ეს ქმე­დე­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნდა და პრო­კუ­რო­რის თქმით, 17 წლის მო­ზარ­დი “სამ­წვა­დის” გა­რეთ საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გა­იყ­ვა­ნა. ირ­კვე­ვა, რომ და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს მარ­ტო გაყ­ვა. მისი და ბრალ­დე­ბუ­ლის მე­გობ­რე­ბიც სუფ­რას­თან დარ­ჩნენ. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გეს, ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლებს 17 წლის დათო სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი დახ­ვდათ.

“ჩემი შვი­ლი გაჰ­ყავს გა­რეთ და ურტყამს და­ნას. და­თოს ხმა­ზე გა­დი­ან ესე­ნი სხვე­ბიც, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მოჰ­ყავთ, და­ნარ­ჩე­ნებს კი ჩემი შვი­ლი მოჰ­ყავთ. მკვლე­ლი უკან მო­ი­ხე­დავს, გა­მო­ი­წევს, გა­მო­ი­ქა­ჩე­ბა და­ნით ხელ­ში. ამ­ჩნევს, რომ შემ­თხვე­ვით ად­გილ­ზე ჩნდე­ბა პატ­რუ­ლი, კი­დევ კარ­გი რომ მო­ვი­და, თო­რემ ჩემს შვილს კი­დევ ჩა­არ­ტყამ­და და­ნას და არც და­თოს სამ მე­გო­ბარს და­ინ­დობ­და”- ამ­ბობს მხატ­ვრიშ­ვი­ლი. – ვრცლად;

გაზიარება232

დაკავშირებული -პოსტები

მორიგე ყოფილა გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა – ტრაგედია ხონში, დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის ლიკა ჯანელიძის სიცოცხლე შეეწირა. ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება, ქალი ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა....

დაწვრილებითDetails

“14 წელი ამტკიცებდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, შემდეგ გადააკეთეს ” – ლევან ბეჟაშვილი

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ჩამოიშალა. კერძოდ, ბეჟაშვილი ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ნოემბერი 24, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებლზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 3 611 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ფასის 1.11%-იან კლებას წარმოადგენს. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

ნოემბერი 24, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5922 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5926 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი” – არჩილ გორდულაძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა....

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე…” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

ნოემბერი 24, 2026
3
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან. 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და  და, ნუცა ფხალაძე ზესტაფონში ტაძრიდან გამოასვენეს. ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან...

დაწვრილებითDetails

“გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა” – ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა

ნოემბერი 24, 2026
1
მთავარი

არანაირი გამათბობელი არ მქონია, გაზქურა კი ისეთი მქონდა, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - შემოწმებული იყო და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა,...

დაწვრილებითDetails

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ნახეთ სად შეიზღუდა გადაადგილება

ნოემბერი 24, 2026
15
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ნოემბერი 24, 2026
81
მთავარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».