ქუთაისის მერიას ჯიპის მოდელის ორ ავტომობილის შეძენაში 7 000 ლარით მეტის გადახდას გეგმავდა. ავტომობილების შესაძენად ახალი ტენდერი 19 სექტემბერს გამოცხადა და გუშინ 30 სექტემბერს უშედეგოდ დასრუნდა.
წინა ტენდერისგან განსხვავებით, რომლის თანახმადაც ქუთაისის მერია მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვისთვის 62 ათას ლარს იხდიდა, ახალი ტენდერში 7 000 ლარით მეტის 69 000 ლარის გადახდას გეგმავდა.
სატენდერო დოკუმენტაციის [190018349] თანახმად, „მიმწოდებელს“ უნდა უზრუნველეყო მეორადი, 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვა. თუმცა ქუთაისის მერიის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.