ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით რეისები აღარ შესრულდება. ამ მიმართულებით ფრენა 18 ნოემბრიდან შეწყდება.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დაბალი აქტივობის გამო მიიღეს.
მგზავრებს, რომლებსაც 18 ნოემბრის შემდგომი პერიოდის ბილეთები აქვთ შეძენილი, Wizz Air-ი თანხის დაბრუნებას, ან სხვა მიმართულებაში გადაცვლას სთავაზობს და დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
ქუთაისი-ბაზელის პირველი რეისი 2019 წლის 13 სექტემბერს შესრულდა.
radiotavisupleba.ge