”სამი დღე არაფერი მიჭამიაო დღეს სისხლის ჩაბარება მინდოდა და უარი მითხრესო” – Nino’s Web ბაზარში წაქცეული კაცის შესახებ ყვება.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
”დღეს ბაზართან ახალგაზრდა კაცი წაიქცა..მაშინვე დავრეკეთ , სასწრაფო დახმარებას მივმართეთ..
შეიყარა ხალხი..ვამოწმებთ თავი ხომ არ აქვს დარტყმული..ასხეს წყლები, გონზე რომ მოვიდა ამოილუღლუღა სამი დღე არაფერი მიჭამიაო დღეს სისხლის ჩაბარება მინდოდა და უარი მითხრესო((
სანამ 112-ში ხელმეორედ დავრეკე და გადავამოწმე სად იყვნენ,მოვიხედე და ვხედავ,
ერთი ხაჭაპურს მოარბენინებს, მეორე ლობიანს,ცხელი ჩაი,ყავა..
რამდენიმე ხელი შეიკრა ერთ მუშტად ვისაც რამდენი შეეძლო
(ხუთ ლარზე ნაკლები არ იყო ),იქვე მოხუცი ბებო საყვარლად ” ა ,შვილო რამდენი ფული გაჩუქენ,გამეიზოგე აგი და შეჭამ რაცხას”..მოსულიერდა როგორც იქნა,დასვეს კაცებმა სკამზე და სასწრაფოც მოვიდა..
როგორი ამბავია და
მაინც..
იმდენი უცხო ადამიანი თითქოს ერთ ოჯახად ვიქეცით,გაქრა მორიდება სადღაც, შეძახილებით ვამხნევებდით ამ ბიჭსაც და ერთმანეთსაც ..ისეთი ძალა იგრძნობოდა..
იმედით მავსებს ადამიანების ასეთი დამოკიდებულება..
გადავრჩებით…
უსათუოდ
გადავრჩებით.” – წერს Nino’s Web