“კლინიკა ბომონდში” დადასტურებული კოვიდ 19-ით 66 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პაციენტებს შორის 14 ბავშვი, 4 ორსული და ორი მელოგინეა.
სტაციონარში მოთავსებულ პირებს შორის არის ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული რამდენიმე პირი.
პაციენტებიდან რამდენიმე მათგანს პნევმონია აღენიშნება, ხოლო მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი ხანდაზმული. მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
სად და როგორ პირობებში იმყოფებიან “გრანდმოლის” თანამშრომლები
გრანდმოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა