ფოთელი ძმების, გიგი და გიორგი გუჯაბიძეების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა სუიციდს უკავშირდევა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ერთმა ძმამ თავი მოიკლა, რის შემდეგადაც სიცოცხლის დასრულება მეორემაც გადაწყვიტა.
“თვალი გავახილე და დამხვდა ეს ტრაგედია ერთ-ერთმა ძმამ ფოთში თავი ჩამოიხრჩო, ეს რომ მეორე ძმამ გაიგო, რომელიც უცხოეთში იყო, ამდგარა და მაღალი სართულიდან გადმომხტარა.
ჩემი ახლობელი ოჯახი ასეთ დიდ განსაცდელშია, რა ვთქვა აღარ ვიცი გაშეშებული ვარ
სიტყვები არ მყოფნის რა ვთქვა და დავწერო” – წერს ჟურნალისტი მარიამ ქობულია “ფეისბუკზე”.მოგვიანებით გაირკვა, რომ 20 წლის გიორგი გუთაისსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.