LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქალაქი თავის ტურისტულ პოტენციალს იბრუნებს – “ბიბისი” წყალტუბოს შესახებ სტატიას აქვეყნებს (+ფოტო)

“გადავწყვიტე გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო” – რას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში

დაპოსტა 2019/10/29-ში
A A
243
ნახვა
გაზიარება

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს. შესაბამისი განცხადება მან დღეს გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის განსავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში – მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი.

მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

ამ ნაბიჯით მსურს, ერთი მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად – რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ.

უდავოა, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.

წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.

წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას.
დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობის და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.

ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქზე“ პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილირეაბილიტაციასანატორიუმისასტუმროწყალტუბო
გაზიარება152

დაკავშირებული -პოსტები

რიკოთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
რიკოთის გვირაბი იკეტება
მთავარი

რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი.   შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა და...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
მთავარი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერენ უკრაინაში...

დაწვრილებითDetails

„გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
გიორგი გახარია: „ქუთაისი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ქალაქი – აქ საკმარისზე მეტი კვალიფიციური სამუშაო ძალაა“
მთავარი

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს.   განცხადებაში აღინიშნება, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, თუმცა კომისიისგან ეცნობათ, რომ კომისია უარს...

დაწვრილებითDetails

ჭიათურაში, აქციის მონაწილემ პირი ამოიკერა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
ჭიათურაში, აქციის  მონაწილემ პირი ამოიკერა
მთავარი

ჭიათურაში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მირზა ლოლაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანამდე, 19 ივნისს, ოთხმა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო, მანამ, სანამ ჭიათურაში დაკავებულ 4 პირს არ გაათავისუფლებენ. პროტესტის...

დაწვრილებითDetails

მსოფლიო უკვე რადიკალურად შეიცვალა და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა! – მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
“ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიო უკვე რადიკალურად შეიცვალა და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა! - მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პოლიტიკური პატიმრების“ დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
მთავარი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე, რომლებიც აშშ-ის დარტყმების სამიზნე იყო, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.   „ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე - მათ შორის ფორდოუზე - თავდასხმების...

დაწვრილებითDetails

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა – CNN

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა – CNN
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს. CNN-ი წერს, რომ B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია. ტელეკომპანია განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება – ირანის საგარეო მინისტრი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება – ირანის საგარეო მინისტრი
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ ამას „მარადიული შედეგები“ ექნება.   „დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მარადიული შედეგები ექნება“, -...

დაწვრილებითDetails

ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთბულ ობიექტზე დარტყმების...

დაწვრილებითDetails

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა
მთავარი

აშშ-მ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.   შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.   დონალდ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"