მთავარი

თურქეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

სპეციალისტები განცხადებით, თურქეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ცეცხლი პირველად, 28 ივლისს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ანტალიის პროვინციაში მდებარე...

დაწვრილებითDetails

23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოთხივე პირი...

დაწვრილებითDetails

რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. რამაზი 67 კილოგრამ...

დაწვრილებითDetails

გორისა და ქარელის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლები აღარ არის

,,გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში ამჟამად სტაციონარული მკურნალობა უტარდება 160-ზე მეტ პაციენტს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ  ანდრია მიზანდარმა განაცხადა....

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები ცალკეული პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები ცალკეული პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. კონსულტაციებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქო შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში  აღნიშნულიa, რომ ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე:...

დაწვრილებითDetails

„არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი”-გიორგი გახარია

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას...

დაწვრილებითDetails

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც,...

დაწვრილებითDetails

ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს. ქვემო ქართლის რეგიონული...

დაწვრილებითDetails

თეა წულუკიანი – ხელოვნების მუზეუმიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ

სავალალო მდგომარეობაში მყოფი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ. ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად, უკვე აღდგენილ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი და მზად, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში და სტანდარტების დაცვის ეს ექსპონატები, ეს ექსპონატები დაბრუნდება, - მის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შენობის მდგომარეობა არის მძიმე და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო, თუმცა შეთანხმება შედგა იმაზე, რომ მუზეუმისთვის 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებები ეტაპობრივად გამოიყოფა. „ჩვენ გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის სერიები, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან და კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით ჩვენი, სახელმწიფოს პოზიცია იყო და იქნება ურყევი. კერძოდ, იგულისხმება ის, რომ ჩვენ პირველ რიგში, ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ. ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად, უკვე აღდგენილ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი და მზად, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში და სტანდარტების დაცვის ეს ექსპონატები, ეს ექსპონატები დაბრუნდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. შენობის მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არავინ შეხებია და სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე მდგომარეობაში და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ უკვე 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ. დანიშნულია შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან ღვაწლმოსილი და გამოცდილი ადამიანი, კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. რა თქმა უნდაა , ერთი ადამიანი ამას ვერ გაწვდება და ჩვენ ველოდებით, რომ მან მისი შეხედულებისამებრ პროფესიონალების გუნდი დააკომპლექტოს. შემდეგ უკვე მოვიწვევთ ამავე ჯგუფში სამუშაოდ როგორც არქიტექტორ-რესტავრატორებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებს და დავიწყებთ პროცესს, იმისთვის, რომ განახლების და აღდგენის კონსტრუქციული და რა მხოლოდ პროექტი იყოს მზად და როგორც თანხებთან დაკავშრებით მოგახსენეთ, მომავალი წლის ასიგნებებიდან ეს რომ იყო საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონში გათვალისწინებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ვიცე-პრემიერის თქმით, 5 აგვისტომდე კონკრეტული სივრცე დასახელდება, თუ სად მოთავსდება დროებით საცავში ასეულობით ათასი ექსპონატი. „რაც შეეხება ექსპონატებს, ჩვენ სამოქმედო გეგმაში ვთქვით, რომ 5 აგვისტოსთვის უნდა ვთქვათ, სად შეიძლება მანამ, ვიდრე 1835 წელს ზუბალაშვილების  მიერ აგებული ეს შენობა განახლდება, გამაგრდება, ეს იქნება ძალიან დიდი ტექნიკური სირთულე, მაგრამ პროექტი გაკეთდება და ეს ითხოვს დროს, ამასობაში სად უნდა მოთავსდეს დროებით საცავში ასეულობით ათასი ექსპონატი. ჩვენ ვთქვით, რომ 5 აგვისტომდე სივრცეების იდენტიფიცირებას მოვახდენდით. მე ვვარაუდობ, რომ დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ყოველ შემთხვევაში, 5 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ჩვენ ვიტყვით, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე დღეს ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ, არ იქნება თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა, ვიდრე თვითონ მუზეუმი იქნება აღდგენილი და განახლებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დაწვრილებითDetails
Page 4703 of 6485 1 … 4,702 4,703 4,704 … 6,485

კატეგორიები