LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს

დაპოსტა 2021/08/03-ში
A A
97
ნახვა
გაზიარება

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 33 ათასამდე აქტიური შემთხვევაა, ინფიცირების მზარდი რაოდენობა კი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორისთვის, იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას, შესაბამისად, პრემიერის დავალებით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების, ისე – კოვიდის მართვის პროცესში ახალი კლინიკური სასტუმროების ჩართვის კუთხით.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების –  ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

საბჭო მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, პირბადეები ატარონ არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს ისედაც სავალდებულოა, არამედ ღია სივრცეშიც, ვინაიდან პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რათა ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.

სხდომაზე განიხილეს იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზება. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უმოკლეს ვადებში გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს და აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით, რაც შეიძლება მეტ ცენტრში იყოს შესაძლებელი.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება სპეციალური შტაბები, რათა ადგილობრივად, ხელი შეეწყოს აცრების პროცესის კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 428 670 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 388 893 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 910 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 55 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2 173 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 045 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"