ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი.
“#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის გარდაცვალების გამო
შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი ტკივილისა და დანაკლისის გადმოცემა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განიცდის.ქ-ნ მანანა იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა უზომო სიკეთით, საოცარი სითბოთი, ყურადღებითა და უსაზღვრო სიყვარულით გარშემომყოფების მიმართ. მისი ღიმილი, პოზიტივი და გულისხმიერება ყოველდღიურად ამშვენებდა ჩვენს სამუშაო გარემოს.
მან ჩვენს გულებში დატოვა წარუშლელი კვალი,კვალი ნამდვილი ადამიანობის, მეგობრობისა და სიყვარულის…გამოვთქვამთ ღრმა სამძიმარს თეკო ჭეიშვილის და დავით ჭეიშვილის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ის ძვირფასი იყომისი სული მარადისობაში განისვენებს, მისი ხსოვნა კი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში
გვიყვარხარ და მოგვენატრები” – ნათქვამია სამძიმრის წერილს.
“მეგა ტვ” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.










