სამართალდამცველებმა “ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.










