არჩევნები და ქვეყანაში დაბრუნების გზები ემიგრანტებისთვის – პარტია „ლელო” ახალ პლატფორმას ქმნის. ინიციატოვის ავტორი მამუკა ხაზარძეა. პარტია ახლა ამერიკაში, საბერძნეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრანტებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ხაზრაძე მათი ქვეყანაში უკან დაბრუნების გზებზე მსჯელობას სთავაზობს და მუდმივმოქმედი გაერთიანების შექმნას აანოსნებს.
პარტიაში ემიგრანტების ელექტორნულ არჩევნებში ჩართვის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ჩართულნი იყვნენ საარჩევნო პროცესში.
მინიმალური რაოდენობა ძლივს ახერხებს მონაწილეობა მიიღოს, იმიტომ, რომ არ არის ეს ამოცანა, როგორც ჩანს დღევანდელი მმართველი ძალის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესში, მაგრამ ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვისთვის. ყველას, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, არ აქვთ იმ ქვეყანაში ცხოვრების ლეგალური უფლება, მაგრამ მათ გააჩნიათ ქართული პასპორტები, შესაბამისად, ისეთი გზა უნდა იქნას მოფიქრებული, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ განცდა და შიშ იმის, რომ თუკი ისინი მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილ სპეციალურ უბნებში, ან სხვა ფორმით, ამის გამო მათ პრობლემები შეექმნებათ“, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი “პირველებთან” ამბობს, რომ საფრანგეთში, მხოლოდ დედაქალაქშია საარჩევნო უბანი გახსნილი და ეს დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან, ამიტომაც მათი თქმით, კარგი იქნება, თუ საარჩევნო უბანი დედაქალაქის გარდა სხვა ქალაქებშიც იქნება.